ცოტა ხნის წინ ანამ სამსახური შეიცვალა და იმ კომპანიიდან, სადაც პიარის სფეროში ფეხი აიდგა, „ნიკორაში“ გადაინაცვლა. კარიერული ცვლილებებისა და შვილების შესახებ ანა „mshoblebi.ge”- ს ესაუბრა.
- ანასტასიასთვის ცოტა რთული იყო მოსწავლეობის პირველი წელიწადი, ზოგიერთ
- როგორც ვხვდები, სახლში მაშო და ანასტასია „მარტივი“ ბავშვები არ არიან...
- ოო, არა, თუმცა, მაინც უნდა ვთქვა, რომ გაიზარდნენ, ახლა უკვე ერთობიან თავისთვის, მაგრამ მაინც ითხოვენ ჩემს ჩართულობას, უნდა მივიდე, ვეთამაშო, მოვუსმინო, მუდმივად სჭირდებათ ყურადღება. თუ არ ჩხუბობენ, ისე არაფერს აფუჭებენ. მაგრამ თუ ჩხუბობენ - მტრისას, ამ დროს აუცილებლად უნდა გააშველო, თორემ შეიძლება მუშტი-კრივზე გადავიდნენ და ატკინონ რამე ერთმანეთს. მერე მიდის გარჩევა, ვისი ბრალი იყო და საერთოდ, რა მოხდა.
- შვილებთან ვინ უფრო მკაცრია - დედა თუ მამა?
- მე, მე ვარ ცუდი პოლიციელი, ბუა... ხანდახან ამაზეც ვბრაზდები და ვეჩხუბები მამას, რა წესია, სულ მე რატომ ვარ მკაცრი და ბუა-თქო... ერთი მხრივ, ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ შიშის მომენტი, მაგრამ ასე გამოვიდა, ჩემთან უფრო მობილიზებულები არიან, თუმცა, მეგობრული ურთიერთობაც გვაქვს. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მხოლოდ ეშინიათ და სულ ესაა. ბიძაჩემს ბავშვები ხშირად დაჰყავს ქალაქგარეთ უჩემოდ, იმ დღეს მეც გავყევი. გზაში ბიძაჩემი ამბობს, ააა, შენ რომ ზიხარ, იმიტომ არიან ასე მშვიდად?! მანქანა ზანზარებს ხოლმეო... აღმოჩნდა, ჩემთან ერთად რომ იყვნენ, ჩუმად ისხდნენ (იღიმის).
- შენეული დასჯის მეთოდი გაქვს?
- რაც არ უნდა ვთქვა, უკვე გაიზარდნენ და ასეა თუ ისე კონსესუს მაინც ვაღწევ, ან მიჯერებენ თვალების ბრიალით, ან მე ვეთანხმები. პატარები რომ იყვნენ, მათი დასჯა ოთახში გაშვება იყო, მაშო შეურაცხყოფილად გრძნობდა ამ დროს თავს, მისთვის ეს ნამდვილად დაჯსა იყო, მაგრამ ტასო შევიდოდა ოთახში და ისე ერთობოდა, აღარ აინტერესებდა არაფერი. სულაც ვერ აღიქვამდა, რომ დასჯილი იყო, თამაშობდა. კიდევ ძალიან კარგად ჭრიდა სამამდე დათვლა. რომ არ მიჯერებდნენ, ვიტყოდი, აბა, ვითვლი, ერთი, ორი და... სამზე გარბოდნენ. რა ეგონათ, რა იქნებოდა ამ სამზე, არ ვიცი, არც არასდროს გვისაუბრია ამაზე, მაგრამ კი ასრულებდნენ.
- ანა, გარდა იმისა, რომ გყავს ოჯახი, შვილები, კარიერულადაც წარმატებული ხარ. თან ცოტა ხნის წინ, სამსახური შეიცვალე და „ნიკორაში“ გადახვედი, როგორ შეეწყვე ახალ გუნდს? ალბათ გაგიჭირდა ძველი სამსახურის დატოვება...
- ნამდვილად გამიჭირდა ჩემი წინა სამსახურის დატოვება, სადაც ფაქტობრივად კარიერა დავიწყე. ის კომპანია ჩემი ოჯახი იყო და ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული ადგილი ექნება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადმოვედი „ნიკორაში“, ეს ბევრი სხვადასხვა ფაქტორით იყო გამოწვეული. პირველი და უმნიშვნელოვანესი გახლდათ ის, „ნიკორა“ სხვა სფეროა, საინტერესო და დიდი ისტორიის მატარებელი ქართული კომპანიაა, რომელიც წელს 20 წლის ხდება. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, 4400 ადამიანზე მეტი მუშაობს და პროფესიულად საინტერესოა, როცა ასეთი გუნდის წევრი ხდები. რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე ბევრი ახალი გამოცდილება მივიღე. მოქნილი გრაფიკით ვმუშაობ და თავისუფალი დროც მეტი მრჩება. ჩემი სამსახურებრივი ცვლილება ბავშვებსაც ძალიან გაუხარდათ, რადგან „ნიკორას“ პროდუქტის დიდი „თაყვანისმცემლები“ არიან, ერთხელ მახსოვს, ახალგაღვიძებულ ტასოს საუზმედ სოსისი დახვდა, სუნი ღრმად ჩაისუნთქა, ზევით აიხედა და თქვა, ღმერთო, მადლობა, სოსისი რომ მოიგონეო...
რადგან მათთან მეტ დროს ვატარებ, ჩვენი - დედისა და შვილების ურთიერთობაც შეიცვალა. ადრე ჩემს მეგობრებს ხშირად ვეუბნებოდი იმას, რომ ჩემი შვილები არ არიან მაინცდამაინც მოსაუბრეები, არ ყვებიან ბევრს იმის შესახებ, რა მოხდა იმ დღეს სკოლაში, როგორ ჩაიარა დღემ და ახლა აღმოვაჩინე, თურმე, მე რომ სამსახურიდან მოვდიოდი, მათ უკვე მოყოლილი ჰქონდათ ყველაფერი. ახლა კი, რაც უფრო მეტ დროს ვატარებ მათთან, იმდენს საუბრობენ, ხან ვეუბნები, ცოტა ხანი დამასვენეთ-მეთქი. ძალიან ბევრს ნიშნავს შვილებისთვის მშობლებთან ურთიერთობა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ხშირად განიცდიან ბავშვები ამ დეფიციტს, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად არაა იმის ფუფუნება, მთელი დღე გაატარო შვილებთან ერთად. ნამდვილად მოხარული ვარ, რომ მე ამ ეტაპზე ამის საშუალება მომეცა. განაგრძეთ კითხვა: