20 თებერვალი, 2018
"არ შემიძლია ასეთ ატმოსფეროში ყოფნა, ვერ ვსუნთქავ" - რატომ დატოვა ირაკლი კვირიკაძემ საქართველო
ირაკლი კვირიკაძეს „ბერლინალეზე“ ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს.

ახალგაზრდა მსახიობს ჯილდო, რეზო გიგინეიშვილის ფილმ “მძევლებში” გეგა კობახიძის როლის შესრულებისთვის გადაეცა.
ირაკლი მსახიობ კახა ქორიძის შვილიშვილი და ნინო ქორიძის ვაჟია. ნინო ქორიძეს ირაკლი პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
ირაკლი კვირიკაძე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში „მძევლების“ ეკრანზე გამოჩენისთანავე მოხვდა. მას შესახებ არა ერთმა პრესტიჟულმა გამოცემამ დაწერა.

„ირაკლი კვირიკაძე – ქართული კინოს იმედი და „მძევლების“ მთავარი საგანძური“. ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია 2017 წელს რუსულმა „GQ“-მ.


Rating
ირაკლი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.

„აღარ შემეძლო საქართელოში
ცხოვრება, სადაც საშინელი საბჭოთა მენტალიტეტი ნარჩუნდება, რომელიც მე ძალიან არ მომწონს. არ შემიძლია ასეთ ატმოსფეროში ყოფნა, ვერ ვსუნთქავ.

იცით, მე ძალიან მიყვარს და ვაფასებ თავისუფლებას. ზუსტად ისევე, როგორც გეგა. თავიდან მას რაღაც ახლის ნახვა სურდა, საკუთარი თავის მოძებნა, სხვანაირი ცხოვრების დაწყება. გამოდის, რომ ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საერთო“, - აცხადებდა მსახიობი ინტერვიუში.

Rating

გასულ ზაფხულს ირაკლი დაქორწინდა, მისი რჩეული უმშვენიერესი მოდელი ელენე მახარაშვილია.

საქართველოდან ოკეანის მიღმა გამგზავრება და "მძევლები" მსახიობისთვის წარმატებული გამოდგა. 

იხილეთ ვიდეო:




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
იასამანი
სა ვინ შეუზღუდა ამ ბიჭს თავისუფლება , როგორ მაინტერესებს , ან რა შექმნა ერთი ისეთი ღირებული რომ ვერ დავაფასეთ
12:25 / 23-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
gilocavt carmatebas...tumca sasurveli ikneboda xmamagla mainc gepikrat kvekana sadac daibadet tkbilia da unikaluri,sheizleba asakshi rom shexvalt mashin mixvdet mxolid.tu tkven aset reklamas uketebt tkvens kvekanas?
04:45 / 23-02-2018
გამოხმაურება / 0 /
სოს!
რა საწყენია, საქართველოში სუნთქვა უჭირს იმიტომ რომ აწყვეტილი და აღვირახსნილი ცხოვრება ურჩევნია, ,,თავისუფლებას" რომ ეძახიან...
16:46 / 22-02-2018
გამოხმაურება / 1 /
სოს-ს!
აქ აღარვის უკვირს აწყვეტილი და აღვირახსნილი ცხოვრება, ის კი არადა,ევროპაშიც გავითქვით ამით სახელი..ასე რომ....
13:46 / 26-02-2018
1!
ვინც უკან გამოგეკიდოს კიდე რაა.... ერთი გეგა აკეთებდა თავისუფებისთვის იმას რაც გააკეთა კიდე რაა
16:30 / 22-02-2018
გამოხმაურება / 1 /
???
გამოდის რომ გეგას გაუმართლებელ საქციელს ამართლებს???
18:36 / 22-02-2018
nika
ხოო ეტყობა ჯიშად მოზდევთ თავისუფლება დედა ბებია და ა.შ. ისე ჩვენც არ მოგვწონს ბევრი რამ აქ მარა კი არ მივდივართ და სხვაგან კი არ ვყვებით რა ცუდია ჩვენი ქვეყანა. პირიქით სადაც ვარ ვცდილობ დადებითად წარმოვაჩინო ჩემი სამშობლო
16:48 / 21-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS