ირაკლი და ელენე თითქმის ერთი წელია შეყვარებულები არიან და წყვილის მშობლებს შვილების არჩევანი ძალიან მოსწონთ.
ირაკლი და ელენე ძირითადად ამერიკაში ცხოვრობენ. თუმცა მათი ნიშნობა საქართველოში შედგა, რომელსაც წყვილის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ირაკლი კვირიკაძის დედა, მსახიობი ნინო ქორიძე შვილის არჩევანით აღფრთოვანებულია, რასაც მის მიერ, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული არაერთი ფოტო მოწმობს.