ახალგაზრდა მსახიობს ჯილდო, რეზო გიგინეიშვილის ფილმ “მძევლებში” გეგა კობახიძის როლის შესრულებისთვის გადაეცა.
ირაკლი მსახიობ კახა ქორიძის შვილიშვილი და ნინო ქორიძის ვაჟია. ნინო ქორიძეს ირაკლი პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
ირაკლი კვირიკაძე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში „მძევლების“ ეკრანზე გამოჩენისთანავე მოხვდა. მას შესახებ არა ერთმა პრესტიჟულმა გამოცემამ დაწერა.
„ირაკლი კვირიკაძე – ქართული კინოს იმედი და „მძევლების“ მთავარი საგანძური“. ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია 2017 წელს რუსულმა „GQ“-მ.
ირაკლი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.
„აღარ შემეძლო საქართელოში
იცით, მე ძალიან მიყვარს და ვაფასებ თავისუფლებას. ზუსტად ისევე, როგორც გეგა. თავიდან მას რაღაც ახლის ნახვა სურდა, საკუთარი თავის მოძებნა, სხვანაირი ცხოვრების დაწყება. გამოდის, რომ ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საერთო“, - აცხადებდა მსახიობი ინტერვიუში.
გასულ ზაფხულს ირაკლი დაქორწინდა, მისი რჩეული უმშვენიერესი მოდელი ელენე მახარაშვილია.
საქართველოდან ოკეანის მიღმა გამგზავრება და "მძევლები" მსახიობისთვის წარმატებული გამოდგა.
იხილეთ ვიდეო: