12 თებერვალი, 2018
"უფალ­მა ჩე­მი შვი­ლის წას­ვლით უფ­რო დი­დი რა­ღა­ცის­თვის მო­მამ­ზა­და... " - თემურ წიკლაური
"იცით, რა­ტომ იხ­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ბო­დიშს? ალ­ბათ იმი­ტომ, რომ რა­მეს აშა­ვე­ბენ ან რა­ღაც ეშ­ლე­ბათ, არა? ზოგ­ჯერ კი ამ მი­ზე­ზე­ბის გა­რე­შეც, მხო­ლოდ გუ­ლახ­დი­ლო­ბის გა­მო იხ­დი­ან ბო­დიშს, რად­გან გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ სიტ­ყვა­თა თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბა. ეს არის ზღვა­რის წაშ­ლა და სახ­ლის იმ კუნ­ჭულ­ში შე­ხედ­ვა, სა­დაც ალ­ბათ არა­სო­დეს შე­ა­ხე­დებ­დით ვინ­მეს..."

თე­მურ წიკ­ლა­ურ­მა სწო­რედ ამი­ტომ მო­ი­ბო­დი­შა:
- დი­დი ბო­დი­ში მკით­ხველს, რომ ასე გუ­ლახ­დი­ლად გიყ­ვე­ბით ყვე­ლა­ფერს და რომ შე­იძ­ლე­ბა თავ­საც ვახ­ვევ ჩემს ცხოვ­რე­ბას. ამას ვიტ­ყვი თავ­შიც და ბო­ლო­შიც...

არ უთ­ქვამს,
რა რთუ­ლია ილა­პა­რა­კო სა­კუ­თარ თავ­ზე, თა­ნაც გუ­ლახ­დი­ლად; არ უთ­ქვამს, რომ ამას გამ­ბე­და­ო­ბა და ვაჟ­კა­ცო­ბა სჭირ­დე­ბა... ამას ყვე­ლა თა­ვად მიხ­ვდე­ბა.

წლე­ბის წი­ნან­დელ ფო­ტო­ებს დაჰ­ყუ­რებს. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ მი­სი ხმა სიმ­ღე­რა­სა­ვით ჟღერს მა­ში­ნაც, რო­ცა სუ­ლაც არ მღე­რის და ძა­ლი­ან სევ­დი­ან ამ­ბებს იხ­სე­ნებს. ეს ბე­დის­წე­რა­სა­ვი­თაა. ვუს­მენ, რო­გორ მი­ამ­ბობს კოჯ­რის სკო­ლა­ზე, რო­მე­ლიც წით­ლე­ბის შე­მოს­ვლის შემ­დეგ დან­გრე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბით აუ­გი­ათ. მე­რე რო­გორ ინ­გრე­ვა ის სკო­ლაც, იმი­ტომ რომ სხვაგ­ვა­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს... რო­გორ პო­უ­ლო­ბენ წყა­როს უკან გა­დაყ­რილ ჩუ­ქურ­თმი­ან ქვებს და რო­გორ მი­აქვთ იქ, სა­დაც მა­თი ად­გი­ლია - დაშ­ლი­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­წა­ზე. ქვე­ბი დუ­მან და თა­ვის ჟამს ელი­ან...

ცხოვ­რე­ბა­შიც არის რა­ღაც იდუ­მა­ლი, ისიც თა­ვის ჟამს ელის... წლე­ბის წინ, მა­გა­ლი­თად, რო­ცა კოჯ­რის ტყე­ში მი­დი­ო­და გი­ტა­რა­ზე მა­ლუ­ლად დასაკ­რავად, სხვას რომ ეთ­ქვა, ალ­ბათ არ და­ი­ჯე­რებ­და, ერთ დღეს სტი­ქა­რს თუ ჩაიცვამდა. ვერც იმას და­ი­ჯე­რებ­და, რომ სტი­ქა­როს­ნო­ბამ­დე ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი გახდებოდა.
ვინ იცის, რას მო­ი­ტანს ჟა­მი ახალს... ჩვენ იმა­ზე ვი­სა­უბ­რეთ, რაც უკ­ვე მო­ი­ტა­ნა...

* * *
- კო­ჯორ­ში ვცხოვ­რობ­დი. სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, VII კლა­სამ­დე - ხუ­თებ­ზე. დამ­პირ­დნენ, თუ ხუ­თებ­ზე ის­წავ­ლი, ვე­ლო­სი­პედს გი­ყი­დი­თო. ვე­ლო­სი­პე­დი კი ჩე­მი ოც­ნე­ბა იყო. ეტ­ყო­ბა, მე­გობ­რებ­ში და­ვიტ­რა­ბა­ხე კი­დეც, ნა­ხეთ, მა­ლე ვე­ლო­სი­პე­დი მექ­ნე­ბა-მეთ­ქი. არა­და, მშობ­ლებს ისე გა­უ­ჭირ­დათ, ვე­ლო­სი­პე­დი კი არა, არაფ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ იყო. მეწ­ყი­ნა, პი­რო­ბა რომ არ ამის­რუ­ლეს და აღარ ვსწავ­ლობ­დი... ახ­ლა მე­ცი­ნე­ბა, რომ მახ­სენ­დე­ბა...

"გიტარა ჩუმად ვიყიდე. მშობლებს არ უნდოდათ კატეგორიულად: ჯერ გიტარაზე დაკვრას ისწავლის, მერე გალოთდება და რა გვეშველებაო" (სურათზე: ანსამბლი "ციცინათელა")

ფი­ზი­კუ­რი შრო­მა თუ გა­მო­მიც­დია? რო­გორ არა! დი­დი ბოს­ტა­ნი გვქონ­და, კარ­ტო­ფილს ვრგავ­დით. მე­ა­თედ ჰექ­ტარ­ზე რომ და­მა­ყე­ნებ­დნენ და ვთოხ­ნი­დი, უნ­და გე­ნა­ხათ. ტყე­შიც დავ­დი­ო­დი შე­შა­ზე... "ტარ­ზა­ნი" რომ შე­მო­ვი­და, ბი­ჭე­ბი მივ­დი­ო­დით ტყე­ში, ვკი­დებ­დით თო­კებს და იყო ერ­თი ტყა­პატ­ყუ­პი. და­ჟე­ჟი­ლი ვბრუნ­დე­ბო­დით სახ­ლებ­ში.

ერ­თი ამ­ბა­ვიც მახ­სოვს: შინ მარ­ტო დაგ­ვტო­ვეს 97 წლის პა­პას­თან. მინ­დო­და, გავ­ფრე­ნი­ლი­ყა­ვი. ეზო­ში დი­დი წაბ­ლის ხე იდ­გა. ავი­ტა­ნე ორი-სა­მი ქოლ­გა ამ ხე­ზე, გავ­შა­ლე და გად­მოვ­ხტი. ესე­ნი და­ი­კე­ცა და მე ღო­ბის ეკ­ლი­ან მავ­თულ­ზე ჩა­მო­ვე­კი­დე მუც­ლით. და­ვიწ­ყე ბღა­ვი­ლი. სა­ნამ პა­პამ გა­ი­გო­ნა და მო­ვი­და... კი­დევ კარ­გი, გა­ი­გო­ნა. ახ­ლაც ამ ნა­ი­ა­რევს რომ დავ­ხე­დავ ხოლ­მე, პა­პა მახ­სენ­დე­ბა.

ღმერ­თი მწყა­ლობ­და ყო­ველ­თვის. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და ვახ­სე­ნო ხალ­ხი, ვი­საც დი­დი ღვაწ­ლი მი­უძ­ღო­და ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.
ნა­თე­ლა პა­ტა­რი­ძე ამო­დი­ო­და თბი­ლი­სი­დან. სკო­ლა­ში სიმ­ღე­რის გუნ­დი შექ­მნა. ისე­თი გუნ­დი დად­გა, ოლიმ­პი­ა­დებ­ზე სულ პირ­ველ ად­გილ­ზე გავ­დი­ო­დით. ის მი­ნერ­გავ­და, მო­ნა­ცე­მე­ბი გაქვს, ხმა გაქვს და მიჰ­ყე­ვიო...

ბი­ჭე­ბი ამო­ვიდ­ნენ კო­ჯორ­ში, გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრას ას­წავ­ლიდ­ნენ, მათ­გან ვის­წავ­ლე დაკ­ვრა. მე­რე ერ­თად ვი­ყა­ვით "ცი­ცი­ნა­თე­ლა­ში­ცა" და "ივე­რი­ა­შიც"... პირ­ვე­ლად ეს სიმ­ღე­რა ვის­წავ­ლე: "შე­მოხ­ტი და გა­მიფ­რინ­დი, ჩე­მო თო­ლია". გი­ტა­რა არ მქონ­და. ჩუ­მად ვი­ყი­დე. მშობ­ლებს არ უნ­დო­დათ კა­ტე­გო­რი­უ­ლად: ჯერ გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრას ის­წავ­ლის, მე­რე გა­ლოთ­დე­ბა და რა გვეშ­ვე­ლე­ბაო. გი­ტა­რას ტყე­ში ვმა­ლავ­დი. მივ­დი­ო­დი და იქ ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი.

საკ­მა­ოდ ხელ­მოკ­ლედ ვცხოვ­რობ­დით. 1964 წელს უც­ხო ენე­ბის ინ­სტი­ტუტ­ში ჩა­ვი­რიც­ხე. 


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ტესტ
გფფგ
12:16 / 12-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS