23 იანვარი, 2018
„ის იარაღის იმიტაციას ქმნიდა ხელებით“ - რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის, მაგდა პაპიძის და გიორგი ოქრიაშვილის ჟესტები?
ჟესტიკულაცია იმაზე მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენ შესახებ, ვიდრე გვგონია. შესაძლებელია, ადამიანის ამოცნობა და კონკრეტულ მომენტში, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენა. გადავწყვიტეთ, ცნობილი ქართველი ბრალდებულების ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა და იმის ჩვენება, როგორ ცდილობენ ისინი მართლმსაჯულებაზე გავლენას... ამის შესახებ კავკასიის სამართლის აკადემიის გენერალური დირექტორი გიორგი მათიაშვილი გვესაუბრა. ბრალდებულები, რომლის შესახებ სტატიაში ვისაუბრებთ, შემთხვევით არ შეგვირჩევია, ისინი რეზონანსულ საქმეებზე არიან ბრალდებულები.

Rating

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი თავისი ჟესტიკულაციით ძალიან საინტერესო ფიგურაა. ერთის მხრივ, ჩვევაში ხომ არ აქვს ეს ჟესტიკულაცია და
თუ არა, მაშინ მასზე შეგვიძლია გარკვეული დასკვნები გააკეთოთ. ისეთი მიმიკები, რომლებსაც ის იყენებდა და იყენებს, ძირითადად დამოკიდებულია უფრო ცინიზმსა და ირონიაზე, ადამიანზე, რომელიც წამიერად იღებს გადაწყვეტილებას. ამით გეუბნება, რომ ის მუდმივად მზად არის გადაწყვეტილების მისაღებად. ამიტომ ძირითადად საუბრობს გაშლილი ხელებით და ძალიან ხშირად სახეზე ხელს იკიდებს. ერთის მხრივ, ამით ცდილობს, რომ არ თქვას რაიმე ისეთი, რაც მისთვის ზიანის მომტანი გახდება. თავის თავში აცნობიერებს, რომ არის გაუწონასწორებელი პოლიტიკოსი და შესაბამისად, ამ შემთხვევაში ფსიქიკას ეხმარება სხეული, რომელიც აკეთებს თავდაცვას. ცხვირთან ან ხელთან ხელის მიტანით ის თავს იზღვევს, რომ რამე გაუცნობიერებლად არ წამოსცდეს.



Rating
მაგდა პაპიძე

რთულია იმის განსაზღვრა, რა მოხდა შემთხვევის დროს, დანაშაულის ადგილზე. უბრალოდ აქ არსებობს გამოძიების მიერ დადებული კონკრეტული შედეგები და ის მტკიცებულებები, რომლებიც გახდა დამაჯერებელი ნაფიცი მსაჯულებისთვის, რომ ეს ადამიანი დამნაშავე იყო. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ის ფორმა, როგორიცაა ჟესტები, მიმიკები.

ისინი ნაფიც მსაჯულებზე გავლენას ახდენს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ მხოლოდ ვერდიქტის მიღებაში. ისინი სასჯელს კი არ უსჯიან, არამედ ადგენენ, ეს ადამიანი დამნაშავეა თუ არა. შესაბამისად, მათ არ აქვთ მთელი პროცესის მანძილზე რამე გარკვეული რეპლიკის, შენიშვნის, კომენტარის გაკეთების უფლება. ისინი უყურებენ მხოლოდ ორ მხარეს.

ერთის მხრივ, დაცვის მხარეს, ადვოკატსა და ბრალდებულს. მეორე მხრივ, პროკურატურას ან ბრალდებულს - ერთგვარი შეჯიბრობითობაა. ასე რომ, ვისი ახსნა-განმარტება და წარდგენილი მტკიცებულებებიც იქნება დამაჯერებელი, იმის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამიტომ აქ არავერბალური კომუნიკაციის ფაქტორი დიდ როლს თამაშობს, რადგან ორივე მხარე ცდილობს თავისი ჟესტებით, მიმიკებით გაწონასწორებულობით და ა.შ პირდაპირი აქცენტი გააკეთოს ნაფიც მსაჯულებზე, თავისი სენტიმენტებით ან მგავსი ქმედებებით. როდესაც მაგდა პაპიძის ფოტოებს გადავხედავთ სასამართლო პროცესებზე ან მის ვიდეობს ვნახავთ ჩვენების მიცემის შეკითხვების დასმის დროს და ა.შ აქ საინტერესო არის მისი სახე ანუ მიმიკა, რომელიც სულ ერთ მდგომარეობაშია. ცოტა რთულია იმის თქმა, რამდენად იყო დამაჯერებლი. თუ ასეთი ქცევა ისედაც ახასიათებს, უნდა ჩაითვალოს, რომ ეს მისი ქცევითი ჩვევაა.

მაგრამ თუ მას ჩვევაში არ აქვს, ამასთან მის წარსულს გადავხედავთ და ის ადამიანები, ვინც მანამდე იცნობდნენ, როგორც არა დამნაშავეს არამედ უბრალოდ მოქალაქეს – შესაბამისად ისინი ადვილად მიხვდებიან, რა შემთხვევაში იყო ის ყალბი და რა შემთხვევაში არა. ზოგადად ჩემთვის მისი მიმიკები იყო გადამეტებული და რაღაც მომენტში გამიჩინა იმის განცდა, რომ ცდილობდა საზოგადოება და სასამართლო დაერწმუნებინა იმაში, რაც თითქმის არ ყოფილა.

Rating

გიორგი ოქრუაშვილი

ოქრუაშვილი, როგორც დამნაშავე ანუ ამ შემთხვევაში ბრალდებული საკმაოდ საინტერესო ტიპაჟი იყო. ვინაიდან მისი საქმე ნაფიცი მსაჯულების განხილვის საგანი იყო, ის ცდილობდა მათზე მანიპულირება მოეხდინა. ის იარაღის იმიტაციას ქმნიდა ხელებით, შუბლთან მიდებით და რაღაც ტვინის მასაჟს აკეთებდა. თუმცა, პირდაპირი გათვლა ჰქონდა, რომ ჟესტებით ნაფიც მსაჯულებზე გავლენა მოეხდინა. თითქოს ერთგვარი შიშისა და სტრესის ფაქტორს ქმნიდა, რომ შესაძლებელია, შემდგომში რაღაც შურისძიებას ჰქონოდა ადგილი თუ მის საწინაღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
Rezi
სად წაიკითხეთ რო ფსიქოლოგის სტატიაა? გარკვევით წერია რომ იურისტი სუბიექტური დაკვირვებით აკეთებს ანალიზს არავერბალური კომუნიკაციის საფუძველზე. რა იმბეცილი ხალხი ხართ როგორ უნდა განვვითარდეთ გული მისკდება
23:25 / 27-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ბაია
რა დასკვნა გამოიტანეთ ამ „ანალიზიდან"? პირადად მე ირონიულად გამეღიმა. ძალიან მოგვიმრავლდა ფსიქოლოგები.
20:22 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
niania
Sashinlad dabal donezea Saqartveloshi-fsiqologiac da advokaturac! Rasac vkitxylobt da an rac vnaxe -yvelaferi araprofesionaluzmis udidesi dadasturebaa!
16:44 / 23-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS