მსგავსი ფაქტები საქართველოშიც მრავლად არის დაფიქსირებული, მაგრამ ძირითადად გაუხმაურებელი რჩება.
„რეიტინგი“ შეეცადა ქართველ ვარსკვლავებს დაკავშირებოდა და შეეტყო გამხდარან თუ არა ისინი ოდესმე სექსუალური ძალადობის ან შევიწროვების მსხვერპლი. სამწუხაროდ ბევრ მათგანს აქვს გადატანილი მსგავსი სტრესი, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან. თუმცა გამონაკლისებიც
მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე ინტერვიუზე თამამად დაგვთანხმდა. ის შევიწროვების მსხვერპლი 12 წლის ასაკში, არც მეტი არც ნაკლები, მასწავლებლისგან გახდა.
- არაქართველი ადამიანი ჩემს მშობლებს დაპირდა, რომ მსახიობის ოსტატობას შემასწავლიდა. მასწავლებელი სახლში მოდიოდა და მასწავლიდა, როცა მოდიოდა, მიყურებდა და კანკალებდა. მართალია ეს არ მომწონდა, მაგრამ ვფიქრობდი ხელოვანია და ალბათ აკლია-მეთქი... თუმცა შემდეგ ფიზიკურ შეხებაზე გადავიდა, მეხუტებოდა, გულში მიკრავდა... და მეუბნებოდა ეს პროფესიის ნაწილია, ისე ვერ გაიხსნებიო. მოკლედ ყველა მისი მოსვლა და კონტაქტი საშიში და არასასიამოვნო იყო, საბედნიეროდ რამდენიმე გაკვეთილში, დედამ კარი შემოაღო... საეჭვოდ ჩახუტებულ და ამაღელვებელ სცენას შეესწრო ძალიან შეცბა, არ შეიმჩნია იმ წამს... და მახსოვს ტელეფონში, როგორ უთხრა ვიღაცას მეორედ აქ არ დავინახოო.
- ხშირად გვესმის ფაქტები, როცა გავლენიანი ადამიანები სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ, სამსახურს ჰპირდებიან გოგონებს ან უფროსი ავიწროვებს თანამშრომელს, გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
- ბოლოს 2 წლის წინ აშკარა მუქარა და ფლირტი ვიგრძენი ერთერთი ცნობილი ადამიანისგან , რომელსაც "თურმე ჩემი გაქაჩვა შეეძლო ძააააან" და მის გარეშე ყველგან დავიბლოკებოდი, მთხოვა შემდეგზე ცოტა სექსუალურ „ვიდზე“ მოდი რო აღვიგზნოო, ალბათ ყველაზე ამაზრზენი მამაკაცია მთელ საქართველოში.... მეორე შეხვედრა აღარ ყოფილა, საბედნიეროდ ყოველთვის მაქვს ცხოვრებაში ალტერნატივა და არჩევანის საშუალება, და რათქმაუნდა ის ადამიანი მორალურად მიწასთან გავასწორე, იმიტომ რომ თავის ფანტაზიებში და ოცნებებში დავტოვე, რეკავდა 3 დღე და მერე კი მოიფრიალეს იმ ადგილიდან..... დარწმუნებული ვარ როგორც მამაკაცი ცხოვრებაში ვერ შედგა.
სექსუალურ შევიწროვებას ემსხვერპლა მარკუს მეტრეველის ბერძნული კარიერა. მან აწყობილი კარიერა იმის გამო მიატოვა, რომ საბერძნეთის გავლენიან პროდუსერს სექსუალურ ურთიერთობაზე არ დათანხმდა.
- ხშირად მეკითხებიან თუ აწყობილი კარიერა გქონდა საბერძნეთში, საქართველოში რატომ დაბრუნდიო. მაგრამ... დავიწყებ იქედან, რომ როდესაც ხელოვანი იწყებს მოვაწეობას დიდ შოუ ბიზნესში ევროპაში, ყოველთვის თან ახლავს მსგავსი უსიამოვნო მომენტები. გაქვს არჩევანი ან წახვიდე ყველაფერზე შენი მიზნისთვის ან დათმო და გაიარო უამრავი უშედეგო ქასთინგი.
- თქვენს შემთხვევაში რა მოხდა?
- რაც შეეხება ჩემს კარიერას, თქვენ წარმოიდგინეთ ვისწავლე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ აკადემიაში, ვიყავი 6500 სტუდენტის ტოპ ხუთულში, მუსიკალური აკადემია დავამთავრე წარმატებით, ვითანამშრომლე საბერძნეთის პოპ-ვარსკვლავებთან, ცოცხალ ლეგენდებთან , მივიღე მონაწილეობა სუპერ შოუებში, სატელევიზიო პროექტებში და უცბათ ეს ყველაფერი დავტოვე და ჩამოვედი საქართველოში !!! რატომ? აი არაფერი გამომივიდა? ეს სასაცილოა და ამაზე არც ღირს საუბარი... პასუხი მარტივია, რათქმა, უნდა იყო გამუდმებული სექსუალური შევიწროვება, რომ დავთანხმებულიყავი როგორც ხვდებით ეხლა თქვენ შესაძლოა სრულიად სხვა ფორმატით ჩაგეწერათ ჩემთან ინტერვიუ, მაგრამ გავაკეთე არჩევანი თავისუფლებაზე და ჩამოვედი საქართველოში. მეგა ვარსკვლავობა, ბევრი ფული და სასწაული კარიერა ძალიან კარგია, მაგრამ იყო ადამიანი და შეგეძლოს თავისუფლად ამოსუნთქვა ეს უფრო მაგარია.
- ვინ გავიწროვებდათ სექსუალურად და როგორ?
- საბერძნეთის წამყვანი პროდუსერი მავიწროვებდა სექსუალურად. ის ძალიან ცნობილი ადამიანია და ისეთი პროექტების ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ, როგორიც არის „იქს ფქატორი“, „ნიჭიერი“ და „ვოისი“. ერთ-ერთი კონცერტის დროს გაიგო, რომ ოჯახი მყავდა, შემოვიდა კულისებში და მითხრა, მარკო შენი კარიერა აქ დამთავრდა, ვეღარ იმღერებო, იმ დღეს მაინც ვიმღერე, ჩემს საოცნებო სცენაზე.
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ისეთ ტაბუდადებულ თემაზე, როგორიც არის სექსუალური შევიწროვება ჯერ კიდევ წლების წინ ალაპარაკდა. თამუნა სექსუალური ძალადობის მსცდელობის მსხვერპლი ტაქსის მძღოლისგან გახდა.
- წლების წინ საოცარი ისტორია გადამხდა. ტაქსი გავაჩერე და დაქალთან მივდიოდი დიღომში. როცა ჩავჯექი, წიგნის კითხვა დავიწყე და თავიდან არ მიმიქცევია ყურადღება. როცა გავცდით ჩემი დაქალის შესახვევს, ვკითხე სად მივდივართ-მეთქი და მითხრა ტყეში უნდა წაგიყვანოო... გადმოვხტი ტაქსიდან, ავნერვიულდი, რაც მოვასწარი პატრულში დავრეკე, როდესაც პოლიცია მოვიდა ვეღარ ვმეტყველებდი ისე ვიყავი... ცოტა ხნის შემდეგ ეს კაცი მოტრიალდა და პოლიციამ დააკავა. ცალი ხელი პარალიზებული ჰქონდა ამ კაცს. პატრულმა ადგილზე დააკავა ის მამაკაცი და შემდეგ პატიმრობაც მიესაჯა. როგორც შემდეგ შევიტყვე, სხვა გოგონების გაუპატიურებაც სცადა ამ კაცმა. ეს იყო ძალიან დიდი სტრესი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. სამწუხაროა რომ ასეთ ფაქტებს ხშირად მალავენ გოგონები და დანაშაული დაფარული ხდება.
სხვადასხვა დროს სექსუალური ძალადობის და შევიწროვების შესახებ, რამდენიმე ცნობილი სახე ალაპარაკდა. ამ თემაზე ყველაზე ხმამაღლა ჟურნალისტი ტასო ბარნოვა დაუბრობდა.
ტასო ბარნოვას, იგივე თათია სამხარაძის თქმით, სექსუალურად მას შალვა რამიშვილი ავიწროვებდა.
როგორც თათია აცხადებს, რამიშვილმა ეს იმ პერიოდში სცადა, როდესაც ჟურნალისტი მეუღლეს დაშორდა.
ახალგაზრდა ჟურნალისტმა ყოფილ უფროსს სასამართლოში უჩივლა, თუმცა პროცესი ამ დრომდე ჭიანურდება.
სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა ჟურნალისტი ნუკა ორჯონიკიძეც. ორჯონიკიძემ ამის შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა: „რამდენიმე თვის წინ, ტაქსის მძღოლი, რომელსაც სახლიდან სამსახურში მივყავდი, მასტურბირებდა... ვერც ვიყვირე, ვერც გაჩერება მოვითხოვე. ვისაც ეს არ შემთხვევია, ვერ მიხვდება, როგორი დამაბნეველი და გულისამრევია ეს ამბავი. მისამართზე როგორც კი მივედი, ფული დავუგდე უკან და მანქანიდან რაც შეიძლება სწრაფად გადმოვედი. მაშინვე იმ კომპანიაში დავრეკე, ვისი ტაქსიც იყო. ხუთი წუთი ვუხსნიდი ოპერატორს, რისი თქმა მინდოდა. სანამ არ ვუთხარი, ანძრევდა-მეთქი, სხვა განმარტებების მნიშვნელიბას ვერ მიხვდა... ბოლოს, კომპანიის ერთ-ერთმა ხლმძღვანელმა დამირეკა და ბოდიში მომიხადა... რამდენიმე დღე შეშინებული დავდიოდი გარეთ, სადმე არ დამხვდეს სამსახურიდან გამოგდებული ტაქსისტი- მეთქი, მაგრამ გადავრჩი.... ან არ გაუგდიათ სამსახურიდან, ან კონფიდენციალობა დაიცვეს და არ გამთქვეს... იმედია, მეორე ამბავია...“