13 დეკემბერი, 2015
თბილისში მოძალადე ტაქსის მძღოლის მსხვერპლი თამუნა მუსერიძეც გახდა - „მოვასწარი პატრულში დარეკვა და დაიჭირეს“
ყურადღებით წაიკითხეთ და ჩემი დიდი თხოვნაა გაავრცელოთ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მომხმარებელი ელე სარიშვილი ქალბატონებს მოუწოდებდა, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგან თბილისში მოძალადე ტაქსის მძღოლი დადის:
SOS! SOS! SOS ყურადღებით წაიკითხეთ და ჩემი დიდი თხოვნაა გაავრცელოთ, ქალბატონებო და არა მარტო ქალბატონებო, ჟურნალისტებო და უბრალოდ მოქალაქეებო, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ მეორე დღეს ტელევიზიით და ჟურნალ-გაზეთებით ვრცელდება ინფორმაციები და შუქდება ქალებზე ძალადობის ფაქტების შესახებ, კვლავ და კვლავ მოიძებნებიან ისეთ ნაძირლები, რომელიც თქვენი დახმარებით უნდა ვიპოვოთ და
დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. რადგან ბოლოსდაბოლოს ამ უმსგავსობას ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული.

1 დეკემბერს, ღამის 2-3 საათზე ტაქსის მძღოლის მიერ იქნა განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ახალგაზრდა ქალბატონის მიმართ, ამ ეტაპზე ამ ქალბატონის სახელს არ ვასახელებ გარკვეული მიზეზების გამო. ეს ნაძირალა, რომელიც ამ ეტაოზე მოძრაობს სედანის ტიპის მანქანით, მუქი ფერის და სამწუხაროდ მარკა ვერ ამოიცნო დაზარალებულმა, რადგან შოკურ მდოგმარეობაში მყოფი მხოლოდ იმას ცდილობდა, როგორმე ამ მხეცის შემოტევისაგან თავი დაეცვა, როცა ძირს დაგდებულს წიხლებით ურტყამდა, მხოლოდ იმის გამო რომ მისი მხეცური სურვილის და ჟინის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. მუქი ფერის სახელმწიფო ნომრით 213 და სერია ამ ეტაპზე დაუდგენელია, მამაკაცი არის დაახლოებით 40-50 წლის, საშუალო სიმაღლის, საკმაოდ ჩაფსკვნილი და დამახასიათებელი ნიშანი-არ ააქვს მარცხენა თვალი. ამ პირუტყვის საქციელებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იმისი პირველი შემთხვევა არაა, რადგან საკმაოდ თავხედურად და უწმაწური სიტყვებით იხსენიებდა სამართალდამცავ ორგამოებს, რომ ისინი თითსაც არ დააკარებენ და ასე შემდეგ. მინდა გავაფრთხილო თბილისის მოსახლეობა და განსაკუთრებით ქალბატონები მსგავს პიროვნებას ერიდონ, რადგან ეს არამზადა ჯერჯერობით თავისუფლად დადის. ყველას ვინც კი ამ პოსტს წაიკითხავს ვთხოვ პირადში მომწეროს თუ ასეთი აღნაგობის მამაკაცი ეცნობა. გპირდებით, რომ არ გავამხელ თქვენ ვინაობას და იმედი მაქვს რომ დაინტერესდებიან ამ საკითხით და თქვენი დახმარებით შევძლებთ ეს "არსება" წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, მადლობა ყურადღებისათვის.

პ.ს. და ორმაგად ამაზზრენი ის მინდა დავამატო, რომ ამ ამბავს შეესწრო რამოდენიმე პიროვნება, რომლებმაც ავტომობილი გააჩერეს და იმის მიუხედავად რომ დახმარებოდნენ ძირს დაგდებულ ქალს, პირიქით ამაყად დასძახოდნენ, მოგიხდება მასე ეგდე ძირსო...
ხალხო რა ხდება, სულ დაიკარგა ადამიანობა? ძაღლს რომ სცემენ ქუჩაში, იმას გამოუჩნდება დამცველი, და როგორ შეიძლება ადამიანი თუ გქვია შეესწრო ქალის ასეთი ცემის ფაქტს და კიდევ დაუმატო შეურაცხყოფა, გადაგვარდა სულ საქართველო? რკინის ქალამნებს ჩავიცმევ და ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, სადაც დამიძახებენ თუ რომელიმე ტელევიზია იქნება თანახმა ვარ ხმამაღლა ვილაპარაკო ამ საკითხზე."
"იმედია, ეს ჩემი პოსტი იმაზე გაცილებით საჭირბოროტოა, ვიდრე ჩემი სამეგობრო ვინ, სად და რას ჭამს რომ პოსტავთ, და ისედაც უამრავი მომხმარებელი ყველაფერს აქვენებს, ლამის "ტრუსიკის" ფერიც იცის ქვეყანამ, და იმის იმედიც მაქვს რომ პირველ რიგში ჩემი სამეგობრო გააზიარებს და ამით თუნდაც ელემენტარულ წვლილს შეიტანს, რომ დამეხმარონ. და როცა მჭირდება მეგბრების დახმარება მაშინ უნდა იდგეთ ჩემს გვერდით, თორე გაშლილ სუფრაზე ყველა მაგარია..."

ეს ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ამ ტაქსის მძღოლის მსხვერპლი თავადაც იყო.

„ამ ტაქსის მძღოლმა ჩემზეც სცადა ძალადობა (რამდენიმე წლის წინ). საბედნიეროდ მე მოვასწარი პატრულში დარეკვა და დაიჭირეს, მაგრამ რადგან მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი და სხვა ვერაფერი მოასცრო, ამიტომ ადმინისტრაციული სასჯელი და 39 დღე მიუსაჯეს. მუქი შინდისფერი, ჰაჩბექიანი-იანი მანკანაა და ფრთხილად იყავით“. წერს თამუნა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინკა
მუსერიძე ამბობს, რამდენიმე წლის წინ მეც მომიხდაო. ესე იგი მიშას დროსაც ყოფილა ესეთი ამბები და ვინ გაგვაგებინა მაშინ?
23:52 / 14-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნენე
ძალიან გთხოვთ ნუ იბოდიალებთ ღამის საათებში მარტოები, ვერ ხედავთ რა დრო მოვიდა? პოლიციის იმედი ნაკლებია, მოქალაქეების კიდევ უფრო ნაკლები,ისე არიან გადაგვარებულები,მოკლედ სააკაშვილის დროს რაღაცის მაინც ეშინოდათ ამ ნაძირლებს ეხლა კი სულ აიშვეს ამ კრიმინალებმა,
19:12 / 13-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS