14 სექტემბერი, 2017
„ქალს მამაკაცთან შედარებით გაცილებით მეტი მოეთხოვება“ - 5 მოძღვრება მერსი სულხანიშვილისგან
„რეიტინგის“ ყურადღების ობიექტივში ამჯერად ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი მოექცა. მას პოპულარობა ნამდვილად არ აკლია, თუმცა რეალურ მერსი სულხანიშვილს სწორედ ახლა გაიცნობთ.

1. არ მესმის როცა ამბობებენ ტერმინი “ქართველი კაცი” ან “ყველა კაცი ერთნაირია” ვინ გთხოვა მერე ყველა კაცისთვის გამარჯობა გეთქვა? ჩემთვის პირადად, სტერეოტიპული აზროვნებაა მამაკაცი არის მამაკაცი, საკუთარი ბუნებით და ხასიასითით. მამაკაცი ქალის მიმართ თუ აგრესიულია ეს მისი ხასიათია ან აღზრდის დამსახურებაა, ეროვნების გამო არ ხდება უბრალოდ ის ასეთია რა შუაშია აქ
ქართველობა. ამ ბოლო დროს ქართველ ქალებზე ისეთებს ვისმენ მამაკაცები რა შუაში არიან ქალმა ქალობა და საკუთარი ფასი დაკარგეს ყველაფერს კადრულობენ. მერე აღარა გასაკვირი მამაკაცების დამოკიდებულება.

2. დაოჯახებული არ ვარ შესაბამისად არც დედამთილი მყოლია, აქედან გამომდინარე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა რასაც ვისმენ რძალ დედამთილებისგან ცოტა მიუღებელია და გაურკვეველია. რატომ არ უნდა სცემდე პატივს იმ ადამიანს, რომელმაც შენი საყვარელი ადამიანი გააჩინა? ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ ზოგადად სამყაროში კანონზომიერებაა, ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია დედას დედა, მამას მამა, მეუღლის დედას დედამთილი - მე ამ ყველაფერს ასე ვუყურებ. შვილი ბიჭი თუ შეგეძინა შენც ხომ მომავალში დედამთილი იქნები? შენი ვაჟი გეყვარება ხომ სიგიჟემდე, რომ ვისმენ ხოლმე დედამისი უყვარს, მისი გავლენის ქვეშაა, ძალიან მეცინება ან აბსურდი “დედამისმა დაანგრია ჩვენი ოჯახი”. ურთიერთპატივისცემით იწყება ნებისმიერი ურთიერთობა და მეგობრობით.


3. ქართველ ქალს კი არა ზოგადად ქალს მამაკაცთან შედარებით გაცილებით მეტი მოეთხოვება, დღეს რატომღაც ქალებმა გადაწყვიტეს მამაკაცებს გაეჯიბრონ ყველაფერში. ეს ჰგონიათ გენდერული ბალანსი და ევროპელობა. არ შეიძლება ქალი მამაკაცს შეეჯიბროს. ის რაც მამაკაცს ეპატიება ქალს არაფრით. ერთხელ წავლენ ევროპაში ყავას დალევენ რომელიმე კაფეში და საქართველოში ჩამოდიან მორალის წასაკითხად - ევროპელი ქალის თავისუფალი ცხოვრების წესზე. აი ჩემთვის პირადად მსგავსი ხალხი არის სწორედ ჩამორჩენილი „ღრუზინული“ აზროვნების მატარებლები, რაც არასწორი აღზრდის შედეგია... ქალი მამაკაცს სულ მცირე იმიტომ ვერ გაეჯიბრება, რომ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ უამრავი პროფესია არსებობს რაშიც ქალი ვერ დასაქმდება ფიზიკურად. თუ ქალებმა პატივისცემა მამაკაცების თვალში დაკარგეს ისევ ვითომ თანამდროვე ქალების ბრალია. არასდროს არ მესმის და ვერასდროს ვერ გავუგებ იმ თანამდროვე გოგონებს, რომლებიც იმით ამაყობენ ერბო კვერცხის გაკეთება მინდოდა და კვერცხი ნაჭუჭით ვაგორავე ტაფაზეო. ან მხოლოდ კარტოფილის შეწვა, რომ იციან, თითქოს ამას დიდი ფილოსოფია უნდა... გული მწყდება, რომ ამ არასწორად გაგებული თანამედროვე ცხოვრების წესით ნელ-ნელა ფასს ვუკარგავთ ყველაფერს. მე სადაც არ უნდა დავბადებულიყავი დარწმუნებული ვარ ზუსტად ანალოგიურად ვიაზროვნებდი.


4. ოჯახი ჩემთვის პირადად საკმაოდ დიდ პასუხისგებლობასთან ასოცირდება. სანამ ნაბიჯს გადადგამ კარგად უნდა დაფიქრდე აწონ-დაწონო ყველაფერი, მზად უნდა იყო ნაბიჯის გადასადგმელად. მე თვითონ ტრადიციულ ქართულ ოჯახში ვარ აღზრდილი. ოჯახი ჩემთვის ურთერთგაგების და პატივისცემის თანხვედრაა. ოჯახის გაძღოლა ხელოვნებაა. თანამდროვე ცხოვრების რიტმი ცოტა განსხვავებულია, დღეს ქალიც და მამაკაციც დასაქმებულია, წარმატებული ქალი ჩემთვის ნიშნავს წარმატებულს არა მხოლოდ კარიერაში არამედ ოჯახშიც, თუ რაღაცას ვერ ასწრებ ან ვერ ახერხებ დროს აკლებ ეს ნიშნავს, რომ დროს არასწორად ანაწილებ. შეკითხვაზე ოჯახი თუ კარიერა? ვუპასუხებ, რომ ორივე შესაძლებელია, თავსებადია და ცხოვრების კანონზომიერებაა. მამაკაცს თავისი ადგილი უნდა ეჭიროს ოჯახში, ორივე მათგანს თავიანთი პასუხიგებლობები გააჩნიათ. ევროპას ევროპას რომ გაყვირის მთელი საქართველო იაფფასიან სერიალებს კი ნუ ბაძავენ, არამედ მართლა გადახედონ ევროპულ თუ ამერიკულ ტრადიციულ ოჯახებს. ზედაპირული მითები ერთია ხალხში, თქმული რეალობა რადიკალურად განსხვავებული.


5. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ცხოვრების თანამგზავრად იმას ირჩევს ვინც მას სურს. ყველა ერს თავის ტრადიციები და მსოფლმხედველობა გააჩნია, შესაბამისად რთულია გადაწყვეტილების მიღება. მე პირადად ვეწინააღმდეგები სხვა ეროვნების ადამიანის შემოსვლას ოჯახში. მართალია არასდროს არ უნდა თქვა არასოდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემი მეორე ნახევარი აუცილებლად ქართველი და ტრადიციულ ქართულ ოჯახში აღზრდილი იქნება.
ეგ კი არა, კარგი იქნება აეროპორტში კონტროლი დაწესდეს ამდენი უცხოელის შემოდინებაზე. როგორც ქართველებზეა საზღვარგარეთ. ევროპელობაზე, რომ ვსაუბრობთ იქ ასე ამ დოზით ქალაქის ცენტრში ვერ ნახავთ სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებს კონკრეტულ გარეუბნებში, მათთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე არიან დასახლებულები და არა ქალაქის ცენტრში. მე არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც ბიზნესის განვითარებისთვის და ქვეყნის სასიკეთოდ საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში. ერთ ისტორიას მოგიყვებით ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დასუფთავების სამსახურის ქალბატონი მომიყვა, როგორ აგდებულად მოექცა არაბი მამაკაცი რომელმაც კოკა-კოლა დაღვარა და ხელების ქნევით ბრძანება მისცა რომ გაეწმინდა. ძალიან სამწუხარო რეალობაა პირველ რიგში საქართველო ქართველების არის.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
გიო
გულის ამრევია! ფუი, ფუი და ფუი შენს ქალობას!
20:12 / 01-05-2019
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვინ არის ეს გადათხლაუშებულიქალბატონი ფოტოზე?ანატომიაში ბოცვერის აგებულებას რომ გვასწავლიდნენ, ის გამახსენდა.
19:43 / 01-05-2019
გამოხმაურება / 0 /
უცნობი ქალი
ქალი რომ ასეთ სურათს გადაიღებს და კიდევ რჩევა დარიგებებს იძლევა ... :) გამეცინა
17:15 / 01-05-2019
გამოხმაურება / 0 /
ფუ შენი
ფარისეველია და მეტი არაფერი
11:27 / 11-04-2018
გამოხმაურება / 0 /
იყავი ბუნებრივი!ნუ თამაშობ!
ეს ის გოგონა არ არის "ნიკორა"-ს სუპერმარკეტში რომ "კაჩაობდა", აქაოდა ცნობადი სახე ვარო?!... ახლა დგას და მორალს კითხულობს!იცის ჩვენს საზოგადოებას რომ არაბები,ჩინელები,თურქები არ უყვარს და...ცდილობს ხალხის გული ასეთი მეთოდებით მოიგოს.მალე შეიძლება ისიც თქვას,რომ ქალი სულ სახლში უნდა იჯდეს,მარტო ოჯახს უვლიდეს, კოჭებამდე კაბა ეცვას და ა.შ.ზოგიერთი დაიჯერებს მის ასეთ აზროვნებას და ქებას დაუწყებს:"ნეტა ყველა ასე აზროვნებდეს!"-ო.მოკლედ,პუბლიკაზე თამაშობს, მეტი არაფერი!
14:54 / 15-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ბადრი
მე ამ კარგ გოგოზე ცოტა უარყოფითი შეხედულება მქონდა. ეხლა კი მომწონხარ.გაიხარე სიმარტლისტვის
11:29 / 15-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სახტად დავრჩი. რომ არ ვიცოდე ვინ არის და რის გამკეთებელია, ვიტყოდი, ნეტავ იმას, ვის ოჯახშიც ეს კდემამოსილება შევა მეთქი.ნეტავ, სხვისგან ხომ არ გადაიწერა?
00:38 / 15-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ლინა
არასდროს არ უნდა თქვა არასოდეს
19:06 / 14-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS