05 სექტემბერი, 2017
ტოპ 5 ულამაზესი წყვილი

 

ატრიალებს თუ არა სიყვარული დედამიწას, ჯერ კიდევ სადავო საკითხია, თუმცა ერთი რამ ცხადია - ის აბედნიერებს, ახარებს და ალამაზებს სამყაროს. სასიამოვნო სანახავია ლამაზი ადამიანი, მაგრამ ორი შეყვარებული ინდივიდი კიდევ უფრო მშვენიერია. ცნობილი ადამიანების წყვილი, ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი იყო. გთავაზობთ ტოპ 5 ლამაზ წყვილს, რომლებმაც საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურეს.

ანუკი არეშიძე და კახი კალაძე - მორიგი მოდელისა და ფეხბურთელის წყვილი! თუმცა, ამჯერად ფეხბურთელმა ტრადიციული ამპლუა მიატოვა და მინისტრის სახით მოგვევლინა, ანუკიმ კი მოდელობას დიზაინერობა არჩია.
კახი კალაძესა და ანუკი არეშიძეს სამი შვილი ჰყავთ.
Rating

ზაზა ფაჩულია NBA-ის კალათბურთელია, მან არაერთხელ ასახელა საქართველო მსოფლიოს მასშტაბით. კალათბურთელმა უკვე წლებია თავისი ცხოვრება მოცეკვავე თიკა ალავიძეს დაუკავშირა და მათ უკვე სამი შვილი ჰყავთ. თიკა ალავიძე ამჯერად მეოთხე ბავშვზეა ორსულად.
Rating

სალომე ღვინიაშვილი ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელია, ის ერთდროულად მოდელიცაა და დიზაინერიც. მოდელის ლამაზ თითებს მეუღლის სახელი "ზურა" ამშვენებს, თავად ზურას კი ცოლის სახელი აქვს ამოსვირინგებული ხელზე. სალომე ღვინიაშვილსა და ზურა ხიზანიშვილს ორი საერთო შვილი ჰყავთ, გოგონები, ვაჟი – დათა კი სალომეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
Rating

მსახიობის, ლევან ხურციასა და ადვოკატ - მარიამ კუბლაშვილის შეუღლება საკმაოდ ხმაურიანი და შეიძლება ითქვას, მოულოდნელიც იყო საზოგადოებისთვის. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს.
Rating

მარიამ ხორგუაშვილის და ფეხბურთელ ლაშა კალანდაძის ქორწილის ფოტოებმა, გამოჩენისთანავე ინტერნეტი „ააფეთქა“, წყვილის სილამაზემ მთელი საქართველო აალაპარაკა და დღემდე არ კარგავენ ამ სტატუსს. მარიამს და ლაშას ვაჟი დემე ჰყავთ, რომელიც დედას ყველგან დაჰყავს.
Rating
მერიემ კაკაურიძე

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნიანია
ყველა ძალიან ლამაზია! გვიმრავლოს!
18:52 / 05-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS