09 ივნისი, 2016
მარიამ კუბლაშვილი და ლევან ხურცია ბიჭის მშობლები გახდნენ
მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ბიჭის მშობლები გახდნენ. წყვილი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.

მარიამი ფეხმძიმობის პერიოდში ინტერვიუებში ამბობდა, რომ ისიც და ლევანიც გოგოზე ოცნებობდნენ, მაგრამ როდესაც გაიგეს, რომ ბიჭის მშობლები გახდებოდნენ, ორივე ამ ამბავს დიდი პასუხისმგებლობით შეხვდა.

მარიამს პირველი ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს, რომელიც უკვე 11 წლისაა.

"ლევანი ბავშვს თვითონ გაზრდის და ღამეც თვითონ მოუვლის, მე ღამეების თენება და უძილობა არ შემიძლია" - ამბობ
და მარიამი ფეხმძიმობის დროს.

მარიამს და ლევანს ვულოცავთ ბიჭის დაბადებას და ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS