04 სექტემბერი, 2017
"შვილთან ერთად "Gem Fest"-ზე დავისვენე" - რა თანხა დაუჯდათ შვილების დასვენება ქართველ "სელებრითებს"
მთელი წლის ნანატრმა ზაფხულმაც ჩაიარა, წელიწადის ეს ცხელი სეზონი ყველასათვის გამორჩეულად საყვარელი და ძვირფასია, რადგან მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ პერიოდში ახერხებს დატვირთული სამუშაო წლის შემდეგ დასვენებას. თუმცა სამწუხაროდ, ხანდახან ისეც ხდება, რომ დაკავებული გრაფიკის გამო ზოგი ვერ ახერხებს ქალაქის დატოვებას და შვებულების მოწყობას. მაგრამ შრომისმოყვარე მშობლები, უმეტეს შემთხვევაში იმას მაინც ახერხებენ, რომ შვილებს გარემო, ცოტა ხნით მაინც გამოუცვალონ. გადავხედოთ წლევანდელ ზაფხულს, რომელმა ცნობილმა ადამიანმა სად დაასვენა შვილები და რა დაუჯდათ ეს სიამოვნება.

თეა დარჩია
(მოცეკვავე):
ჩემმა შვილებმა წელს ბათუმში დაისვენეს, დასვენება ძალიან ძვირი დაგვიჯდა, მაგრამ კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ.
Rating

რუსკა ხვედელიძე (ტელეწამყვანი): ჩემი ილია ჯერ პიტერში იმყოფებოდა დასასვენებლად, ის მამასთან ერთად ისვენებდა 10 დღე. შემდეგ წყნეტში ავედით და ახლა ასურეთში ისვენებს. წყნეთში ჩემს მეგობარს აქვს აგარაკი, ასურეთში ჩემი სახლი მაქვს, ამიტომ სახლში ფულის გადახდა არ დაგვიჭრვებია, თუმცა 1000 ლარი მაინც დამიჯდა ილიას საქართველოში დასვენება.
Rating

თამუნა მუსერიძე (ტელეწამყვანი): ალექსანდრემ და მე, წელს თავდაპირველად ბათუმში დავისვენეთ, ზღვა და ცურვა მას ძალიან უყვარს. წელს აჭარაში დასვენება, ერთად მხოლოდ 5 დღით მოვახერხეთ და სულ რაღაც 250 ლარი დამიჯდა. წლევანდელი წელი განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის და ძალიან დამეხმარა ჩემი ყოფილი მეუღლის, გურამ მაკალათიას დედა, მას ბავშვი ზღვაზე ჰყავდა წაყვანილი და ყურადღებას არ აკლებდა, ქობულეთიდან დაბრუნების შემდეგ კი სოფელში წაიყვანა და ერთად ისვენებენ. როცა ბავშვი მასთანაა არაფერზე ვნერვიულობ, ვიცი რომ ყურადღებას არ მოაკლებს და მაქსიმალურად ანებივრებს სანდროს. 
Rating
თამთა შედანია (მოდელი):
მია წელს ანაკლიაში მყავდა დასასვენებლად, გაგიკვირდებათ და "ჯემ ფესტზე" ვისვენებდით ერთად. რა დაჯდა დასვენება თანხის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
Rating

ხატია სიჭინავა (ტელეწამყვანი): წელს ზაფხულის პირველი ნაწილი აწარაში გავატარეთ. შემდეგ კი კიკეთში ავედით და ახლაც აქ ვართ ჩვენს აგარაკზე. ბავშვებთან ერთად ძიძებიც გვყავდა დასასვენებლად წაყვანილი. მომავალ წელს ალბათ თურქეტში დავისვენებთ, იმიტომ რომ იქ გაცილებით იაფია დასვენება და ბევრად კარგი კომფორტია დამსვენებლისთვის.

მერიემ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
დათა
ნამდვილად სწორი კითხვაა... 5 დღეში 250 ლარად თუ " დაისვენა", აბა დაუბრუნებიათ ანაბრები და ეგაა )))) დავიჯერო ყოველდღე სხვა აჭმევდა საჭმელს !?
16:12 / 04-09-2017
გამოხმაურება / 0 /
მაგას რა სწავლა უნდა კარგით რა უმარტივესი მეთოდია
15:47 / 04-09-2017
გამოხმაურება / 0 /
მარი
ბათუმში 5 დღე დასვენება 250 ლარი როგორ დაგიჯდათ, იქნებ ჩვენც გვასწავლოთ
11:23 / 04-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS