როგორ გამოიყურებოდნენ ქართველი სელებრითები თავიანთ ქორწილში, ეს ყველასთვის საინტერესოა.
ქრისტინე იმედაძე
მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე დაოჯახებული ერთხელ იყო. 10 წლის წინ, მან ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიაზე იქორწინა, წყვილმა ჯვარი ქაშუეთის ტაძარში დაიწერა. მათი ქორწინება ყველასთვის მოულოდნელი იყო, თუმცა წყვილის ოჯახი მალე დაინგრა. ქრისტინეს და ლაშას ქალიშვილი
შორენა ბეგაშვილი
მსახიობი შორენა ბეგაშვილი პატარა ასაკში გათხოვდა. მისი ქმარი, ბავშვობის სიყვარული ზურა ბარბაქაძე გახლდათ. შორენამ და ზურამ ქორწილი რუსთავში გადაიხადა. მსახიობს ტრადიციული საქორწინო კაბა ეცვა და თავზე მოკლე ფატა ეკეთა, შორენას და ზურას ქორწინებამ ბევრ გაჭირვებას გაუძლო, თუმცა ქმარმა უღალატა და ოჯახი დაინგრა.
სალომე ღვინიაშვილი
მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი ნაადრევ ასაკში დაქორწინდა. მისი პირველი ქმარი ტატო აბულაძე გახლდათ. სალომეს და ტატოს საერთო შვილიც ჰყავთ დათუნა, რომელიც უკვე თინეიჯერია. სალომემ და ტატომ სიყვარულით იქორწინეს და გრანდიოზული ქორეწილიც გადაიხადეს, სადაც მოდელს ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა. მათი ოჯახი სამ წელიწადში დაინგრა.
მაკა ცინცაძე
ტელეწამყვანმა მაკა ცინცაძემ 8 წლის წინ გათხოვდა და ქორწილიც გადაიხადა. ტელეწამყვანს საკუთარ ქორწილში სადა თეთრი კაბა ეცვა. ამ ქორწინებიდან მას ქალიშვილი კესო ჰყავს. მაკა ცინცაძე ქმარს რამდენიმე თვის წინ დაშორდა.
ეკა ხოფერია
ტელეწამყვან ეკა ხოფერიას და ექიმ მიშა ხუჯაძის ქორწინება 10 წელს ითვლის. მათმა დაქორწინებამ წლების წინ, მთელი თბილისი აალაპარაკა. ამბობენ, რომ მიშა ხუჯაძეზე არაერთი ცნობილი ქალი იყო შეყვარებული, თუმცა მან არჩევანი ხოფერიაზე გააკეთა და ეს ქორწილით აღნიშნა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს, რომლის აღზრდაშიც თანაბრად არიან ჩართულები.