"სამწუხაროდ, ასე მოხდა. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ – ერთად აღარ ვართ, ასე ჯობდა.
მიჭირს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, თან პირველად ვამბობ. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო.
რვა წელი ვიცხოვრეთ ერთად და გადაწყვეტილებაც ერთ დღეში არ მიგვიღია.
ამ ადამიანის მადლობელი ვარ, მისი ძალიან ბევრი თვისების გამო. ამჟამად გვაქვს ჯანსაღი ურთიერთობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვყავს
კესო ძალიან მაგარი გოგოა. ხუთი წლისაა. ანებივრებენ და ისიც ირგებს….," ვკითხულობთ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.
სამწუხაროა, რომ მორიგი წყვილი დაშორდა ერთმანეთს, რამდენიმე წლის წინ „რეიტინგთან“ საუბრისას მაკა ქმართან ურთიერთობაზე ამბობდა:
„ერთმანეთს გვიან ღამით ვხვდებით. ის იმ დროს გადის სახლიდან, როცა მე მძინავს, მე კი სამსახურიდან გვიან ვბრუნდები, აქედან გამომდინარე, ერთმანეთს ღამით ვხვდებით.
ეს იმ მხრივაა კარგი, რომ კონფლიქტისა და ჩხუბისთვის დრო არ გვრჩება, ისედაც უკონფლიქტოები ვართ, მაგრამ მაინც... ამასთან, მუდმივად გვენატრება ერთმანეთი და სულ ურთიერთობის ნაკლებობას განვიცდით, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, დასვენების დღეები ერთად გავატაროთ.
რაც შეეხება სამსახურებრივი თემების ოჯახში განხილვას, ეს ჩვენთან არ ხდება, სახლშიც რომ კიდევ პოლიტიკაზე მელაპარაკოს, ალბათ არ მესიამოვნება, შინ მოსულს უფრო სხვა რამ გჭირდება, ვიდრე პოლიტიკასა და სამსახურის თემებზე საუბარი“.