21 დეკემბერი, 2016
როგორ გაგრძელდა ექიმისა და პაციენტის ისტორია, რომელმაც საბჭოეთი შეძრა - "სწორედ ბიძია რამაზი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც რასამ დაურეკა და ახარა, რომ დედა გახდა..."
1983 წლის ზაფხული, საბჭოთა ლიტვა, კოლმეურნეობა "ვადაკტაი"... ცხელოდა, ირგვლივ ყველა მოსავლის აღების ფერხულში იყო ჩაბმული. ვიტაუტას პრასცევიჩიუტე სათიბ მანქანაზე იჯდა და საქმეს ეშურებოდა, მისი სამი წლის ტყუპი გოგონა რასა და აუშრა კი სადღაც სიახლოვეს თამაშობდნენ. გოგონები ერთმანეთის დევნაში ვერც კი მიხვდნენ როგორ შეერივნენ სათიბს...

ბავშვის განწირულმა კივილმა მთელი მინდორი მოიცვა, ისე, რომ ტრაქტორის ძრავის ხმაც გადაფარა... მამა სასაწრაფოდ გადახტა მანქანიდან და სათიბში სისხლში მცურავ გოგონას წაადგა, რომლისთვისაც სათიბს ორი ტერფი გადაეჭრა...

ასე დაიწყო პატარა რასას
შოკისმომგვრელი ამბავი, რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირი აალაპარაკა.

თუმცა იმ წუთს, როდესაც მომაკვდავი პატარა იპოვეს, ნაკლებად თუ ვინმეს სჯეროდა, რომ მის გადარჩენას შეძლებდნენ.

ყვებიან, რომ იმჟამად სოფელში არ იყო არც საავადმყოფო, არც ტელეფონი. თუმცა ვიღაცამ მოისაზრა, რასას ტერფები ყინულებიან პაკეტში ჩადო და მაცივარში შედო. გოგონა სასწრაფოდ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ სისხლდენა შეაჩერეს… ასევე მოხერხდა მოსკოვთან დაკავშირება. 3 წლის ლიტველი გოგონას გადასარჩენად მთელი საბჭოეთი ფეხზე დადგა, რასასთვის საჰაერო დერეფანი გაწმინდეს და მომაკვდავი გოგონას მოსკოვში ჩამოსაყვანად ლიტვაში ტუ-134-ის სპეციალური რეისი გაუშვეს.

ამბობენ, რომ გოგონას გადაჭრილი ტერფების უკეთ შესანახად გაყინული თევზიც კი გამოიყენეს.

სწორედ ამ დროს ამ ისტორიის კიდევ ერთი მთავარი გმირი, ექიმი რამაზ დათიაშვილი ჩნდება, რომლის მიერ ჩატარებული ოპერაციის მსგავსი, მანამდე ჯერ არავის ჩაეტარებინა, მეტიც, მომხდარის შემდეგ ოპერაციით ამერიკელი ექიმები დაინტერესდნენ და... თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი:

ახალგაზრდა ქირურგი რამაზ დათიაშვილი, რომელიც მოსკოვის №51 საავადმყოფოში მუშაობდა, უკვე ღამის მოსკოვში ოპერაციისთვის აპარატურასა და დახმარებას ითხოვდა. როგორც იქნა, გამოჩნდნენ მსურველები, ბავშვთა ანესთეზიოლოგებიც მოძებნა და ფილატოვის სახელობის საავადმყოფოს მორიგე ექიმიც დაითანხმა, რომ საოპერაციო გამოეყო.

მომხდარიდან, დაახლოებით, 12 საათში უნიკალური ოპერაცია დაიწყო და 9 საათს გაგრძელდა.

მოგვიანებით რამაზ დათიაშვილი გაიხსენებს: "არ ვიცი, დრო როგორ გავიდა, ერთი ამოსუნთქვით გაკეთდა ოპერაცია, ერთიმეორის მიყოლებით ვაერთებდი არტერიას არტერიასთან, ნერვს ნერვთან... მყესებს, სისხლძარღვებს, კუნთებს..." იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS