22 ოქტომბერი, 2013
''აბსოლუტურად არ უნდა მაღელვებდეს, ვის ვისთან აქვს სექსი''
სოციალურად დაუცველები ვართ ყველანი. ქალი, კაცი, ბავშვი, პენსიონერი. მოდი, ჯერ ამას მივხედოთ და გეები საკუთარ თავს თვითონ მოუვლიან ''დგას თუ არა საქართველოში ჰომოფობიის პრობლემა'' - ეს თემა 17 მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, გასულ კვირას, კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. მიზეზი კი ''კვირის პალიტრაში'' გამოქვეყნებული ღია წერილი გახლდათ, რომლის საშუალებითაც საზოგადოების ცნობილი სახეების ნაწილმა, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, თომას ჰამარბერგს მიმართა.

წერილში ჰამარბერგს ქართული ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდებენ. წერილის ხელმომწერთა გაღიზიანება უფლებადამცველის დასკვნის იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც ჰამარბერგი
სექსუალური უმცირესობების უფლებებზე საუბრობს.

სექსუალური უმცირესობების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გასარკვევად შოუბიზნესის ცნობილ სახეებს მივმართეთ. უნდა აღინიშნოს, რომ თემის გაგებისთანავე ბევრმა მათგანმა ტელეფონი გაგვითიშა, თუმცა რესპონდე-ნტთა ნაწილმა ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები მაინც გაგვაცნო.

ლიკა ლაბაძე:
- ამ თემებზე არ მინდა საუბარი, მსგავს გამოკითხვებში მონაწილეობისგან თავს ვიკავებ, რადგან მერე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვება.

ნიკა წულუკიძე:
- არ მიფიქრია მაგ თემაზე, ძალიან ძნელია პასუხის გაცემა. არ გამიგია, რომ ჩემ გარშემო ვინმე ორიენტაციის გამო დაეჩაგრათ. საერთოდ, ვფიქრობ, რაც უფრო ნაკლებად ილაპარაკებენ, უფრო ნაკლები პრეცედენტი იქნება და ნაკლებად გაღიზიანდება როგორც ერთი, ისე მეორე მხარე.

იუნა შაფათავა
- რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ჰომოფობიურია. ქრისტიანული დოგმები არატრადიციულ ორიენტაციას კრძალავს. ცოდვად ითვლება. მიმაჩნია, რომ ჰომოფობიაში კარგი არაფერია, მაგრამ არც ცუდია. გააჩნია, როგორ შევხედავთ. ირგვლივ თუ გავიხედავთ, ძალიან ბევრ სფეროს სჭირდება ჩვენს ქვეყანაში დაცვა. სოციალურად დაუცველები ვართ ყველანი. ქალი, კაცი, ბავშვი, პენსიონერი. მოდი, ჯერ ამას მივხედოთ და გეები საკუთარ თავს თვითონ მოუვლიან.

სოფია სებისკვერაძე:
- არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლები ნაწილობრივ დაუცველები არიან და სამწუხაროა, რომ მათი უფლებები ირღვევა. კონკრეტულად არ მახსოვს, ჩემ ირგვლივ ვინმესთვის ამის გამო შეურაცხყოფა მიეყენებინათ, მაგრამ გამიგია, რომ ვიღაცამ ამის გამო სამსახური დაკარგა. საერთოდ, საზოგადოებაში უფრო დიდი ყურადღება ადამიანის განვითარების დონეს უნდა მივაქციოთ და არა მის სექსუალურ ორიენტაციას. არავის აქვს ადამიანების განკითხვის უფლება. არც ის არის მართალი, რომ სექსუალური უმცირესობა თავს დაგესხას. არც ერთი მხარე არ უნდა იყოს აგრესიული. თითოეული ადამიანი კანონითაა დაცული და არავინ უნდა დაიჩაგროს. სექსუალური ორიენტაცია ადამიანის პირადია და საჯაროდ არ უნდა განიხილებოდეს. მართალია, ადამიანს სექსუალური ორიენტაციის გამო შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, მაგრამ ისეც არ შეიძლება, მე სექსუალურ უმცირესობას წარმოვადგენდე და ამის გამო თავს ყველაფრის უფლებას ვაძლევდე. კანონი ყველამ უნდა დაიცვას, უმცირესობამაც და უმრავლესობამაც. მნიშვნელობა არ აქვს, ძალადობა ვისი მხრიდან იქნება.

თიკა ჯამბურია:
- მე არ მივიჩნევ, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ვინმე ჩაგრავს. ჩემთვის მისაღებია ყველანაირი ადამიანი, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, რაც უნდათ, ის უქნიათ, მაგრამ არ მომწონს, როცა ამას სახალხოდ ამჟღავნებენ. ჯობია, ჩუმად იყვნენ.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ამაზე ხმამაღლა არ უნდა ილაპარაკონ, მაგალითად, ტელევიზიით?
- დიახ... მე ბევრი ასეთი მეგობარი მყავს, რომლებიც ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. უნიჭიერესი ადამიანები არიან, მაგრამ თავის სექსუალურ ცხოვრებას თავზე არ მახვევენ, მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც ტელევიზიით ამის აფიშირებას ახდენენ, მგონია, რომ ამით ამაყობენ.
- შოუბიზნესის ბევრ წარმომადგენელზე გაგვიგია, განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვსო, მაგრამ ტელევიზიით საუკეთესო სასიძოდ ასაღებენ თავს.
- არსებობს მამაკაცების კატეგორია, რომელიც ზედმეტად უვლის თავს და ხალხს ჰგონია, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის არიან. ყველას ერთ ქვაბში არ უნდა ხარშავდნენ. ყველა მომღერალი არ არის არატრადიციული ორიენტაციის.

ანრი ჯოხაძე:
- საერთოდ, მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოება არ არის ჰომოფობი და ამის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა 17 მაისის საპროტესტო აქციები კარგად ორგანიზებული იყო. სხვადასხვა წელს აბსოლუტურად სხვა რაოდენობის ხალხი აპროტესტებდა ჰომოფობიის საწინააღმდეგო გამოსვლებს. წელს ნამეტანი დაემთხვა მთავრობის შეცვლას ყველაფერი, და ვფიქრობ, ეს იყო ანტიპიარი მთავრობის წინააღმდეგ.
- ამით იმის დანახვება უნდოდათ, რომ ახალი მთავრობა ვერ იცავს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს?
- დიახ, მე ამას პირველად ვამბობ, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ ასე იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან სასაცილოა, ჩოხაში გამოწყობილი რის წინააღმდეგ გამოდიხარ რეალურად. დარწმუნებული ვარ, მეორე ფლანგზე ჰეტეროსექსუალი ქალბატონები უფრო იდგნენ, ვიდრე გეები. ტრაკში პეროგარჭობილი გეები იქ არ დამინახავს, რომ ვინმე გაეღიზიანებინათ.
- შოუბიზნესის წრეებიდან თუ გსმენიათ, რომ რომელიმე განსხვავებული ორიენტაციის წარმომადგენელს ფიზიკურად გასწორებოდნენ ან დაებლოკათ?
- არა, ასეთი ინფორმაცია არასოდეს მქონია. თავშივე გითხარით, რომ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ ტოლერანტულია ამ თემის მიმართ. შეიძლება, შენც გაღიზიანებდეს, მეც, ვიღაცის ჩაცმა-დახურვა, სტილი, შეიძლება, ის არც იყოს განსხვავებული ორიენტაციის, მაგრამ კაცია და გუნება, მე არასოდეს გამიგია, რომ ვინმე ამის გამო დაებლოკათ.
- თქვენ თუ მიიჩნევთ, რომ ამ თემის ტირაჟირება ხდება? ტელევიზიითაც გამოსულან და საკუთარი ორიენტაციის შესახებ უსაუბრიათ.
- შეგიძლიათ, კომპეტენტურ ფსიქოლოგებსაც ჰკითხოთ და დაგიდასტურებენ, რომ ვინც ამ თემით ღიზიანდება და აგრესიული ფორმით გამოხატავს, 99%-ის შემთხვევაში ლატენტური გეია. პრაქტიკაშიც მინახავს ასეთი ადამიანები. აბსოლუტურად არ უნდა მაღელვებდეს, ვის ვისთან ექნება სექსი, სხვა პრობლემები მაქვს. რეალურად ეს იმას აღელვებს, ვინც ვერ შეძლო განვითარება ამ განხრით. ვინც ტელევიზიით გამოდის, რეალურად იმის თქმა კი არ უნდა, რომ სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს, ალბათ უფრო საკუთარ საწოლს უწევს პოპულარიზაციას, რაც ადამიანისთვის დამამცირებელია, არ აქვს მნიშვნელობა, რა ორიენტაციის იქნები. შენი სექსუალური ცხოვრებით თავის დამკვიდრება, მით უმეტეს, რომ არც პროფესია გაქვს, ცუდად აღიქმება. ხანდახან ის თოქშოუებიც სცოდავენ, სადაც ამ ადამიანებს იწვევენ. დარწმუნებული ვარ, ასეთი გეები არასოდეს იქნებოდნენ ლეონარდო და ვინჩი, ჩაიკოვსკი, სერგო ფარაჯანოვი და ფრედი მერკური. ამაზრზენი დასანახია, ადამიანი რომ თავისი საცვლებით იწყებს ლაპარაკს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ორიენტაციისაა ის.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
და ანრიიიიი შენ არ ხარ გეი??? ააა? :D
ანრის:D
12:17 / 08-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
არავის აინტერესებს სხვისი ლოგინი, ენა გააჩერონ და ეყარონ თავიაანთ ადგილას, ამით დაიცავენ უფლებებს, პირადად მე მათი გამოსვლები მაღიზიანებს აფიშირებას რომ უკეთებენ გაუკუღმართებულ ყოფას. ამით შეიძლება "კარგიაო" და ვიღაცამ "მოდის" მიზნით მიბაძოს. ქართველებს არ გვეკადრება ასეთი რამ,არც ასეთ მეგობარს და არც შვილს,არ ვინდომებდი ჩემს გვერდით. შორს ჩემგან და თქვენგანაც,ღმერთო დაგვიფარე ყველა.
17:14 / 24-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანრი
ერთ ნიკიფორესაც ''გავკარი'' და მეორესაც ვითომ ანრი ვარ
13:24 / 24-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ვატო
თვითონ თუ არ დაიწყებენ ამაზე ყვირილს, ან მათი მხარდამჭერი "ენჯეოები" (რომელთათვისაც ეს ერთობ სარფიანი ბიზნესია), არავის აინტერესებს, ვინ ვის რას აძლევს! რაც კაცობრიობა არსებობს, არსებობს ეს გადახრაც (გაიხსენეთ ბიბლია), მაგრამ თავმოსაწონებელ საქმედ მხოლოდ ბოლო წლებში იქცა!.. ქართველები კი ჯერ ვერ "განვვითარდით" ისე, რომ ვიძახოთ,- რა ბედნიერები არიან გერმანელები, პრეზიდენტი კაცი რომ გაუთხოვდათ-თქო! ჰოდა, თვითონ თუ არ გაატ...ებენ, არავინ დაინტერესდება მათი ლოგინით!
00:56 / 24-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დოდო
ყველას გაგვიგია უსაქმო კაცი მახატს...ზუსტად ეგ გვჭირს დღეს,ტუ რამე უბედურება გვჭირს უსაქმობისგან გვჭირს მორალურიც და ამორალურიც.მშრომელ კაცს არ ცალია სხვისი ლოგინის განსჯისატვის და არც აინტერესებს.
18:01 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS