მომღერალი ვალერი მელაძე საქართველოშია. ის ბათუმში გუშინ ჩამოვიდა. მასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში რუსი მილიონერი მომღერალი ემინიც. მომღერლების საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი ბუბა კიკაბიძის კონცერტი გახლდათ. მშობლიური ქალაქი - ბათუმი სიმღერის გარეშე არ დატოვა ვალერი მელაძემ. ბუბა კიკაბიძის კონცერტიდან ის ღამის კლუბ "სოჰოს" ესტუმრა, სადაც მოულოდნელად სცენაზე ავიდა და სოფო ხალვაშთან ერთად "თბილისო" შეასრულა."/>