"ჩემმა მზემ", მერსი სულხანიშვილი, გოგი წულაია - ვინ მიიღებს მონაწილეობას "ცეკვავენ ვარსკვლავებში"?
ტელეიმედის ეთერში "ცეკვავენ ვარსკვლავები" იწყება. ვინ მიიღებს პროექტში მონაწილეობას ეს მკაცრად არის გასაიდუმლოებული, თუმცა "რეიტინგმა" ექსკლუზიურად შეიტყო რამდენიმე საინტერესო დეტალი.
მონაწილეების ზუსტი სია ჯერ შედგენილი არ არის. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი მხოლოდ ის არის, რომ პროექტში მონაწილეობას მიიღებს მსახიობი გიორგი გილიგაშვილი, იგივე ჩემმა მზემ და ალბათ ამ საქმეს თავს კარგადაც გაართმევს. რადგან წარსულში ის მოცეკვავე იყო.
ჩვენი წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გოგი წულაიასთან, მანიკა ასათიანთან და ჟურნალისტ მერსი სულხანიშვილთან.
"რეიტინგმა" ინფორმაციის გადამოწმება სცადა, თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარს არავინ აკეთებს.