ქართულ რეალობაში ჩვეულებრივად ვცხოვრობ, უცხოეთში კი ნამდვილი პრინცესა ვარ - გაიცანით ქართული სამეფო ტახტის მემკვიდრე ანა ბაგრატიონი
საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ანა ბაგრატიონი მოკრძალებულად ცხოვრობს და ცდილობს ჟურნალისტებთან ურთიერთობას ყოველთვის თავი აარიდოს. თუმცა ამჯერად გამონაკლისი დაუშვა, სოციალურ ქსელში The Movement TV-ს ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ანა ბაგრატიონი თავის დიდგვაროვნულ ცხოვრების წესზე საუბრობს.