23 აპრილი, 2018
"უკვე იმის უფლება გაქვს, რომ ქართველებს დასცინო? " - სანდრო ბრეგაძის მხარდამჭერების სამიზნე ამჯერად ბახუტა გახდა

"ქართული მარშის" მხარდამჭერების სამიზნე გიორგი გაბუნიას შემდეგ, მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი ბახუტაშვილი გახდა. ბახუტამ საკუთარ იუმორისტულ შოუში, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე იხუმრა. კერძოდ, სანდრო ბრეგაძეზე, რომელიც აპირებს არჩევნებში კენჭი იყაროს.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში აღშფოთება მოჰყვა, ინტერნეტ-მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ ერთ-ერთ ჯგუფში გადაცემის ფრაგმენტი და "ჩცდ"-დან ეპიზოდი გააზიარა. რასაც შემდეგი კომენტარები მოჰყვა: სანდროს დაცინვა უნდოდათ და რეკლამა გამოუვიდა", "შენი ადგილი რუსთავი 2"-ზეა", "რა არის აქ სასაცილო, რაზე აცინებენ ხალხს, იაფფასიანები", "ბახუტაა თუ ვიღაც ხუხუტა, მალე მოისვრიან სანაგვეზე მისი უნიჭო გადაცემასთან ერთად!!!!!", "ვინ ხარ შენ ბახუტა. ხომ არ გონია, რომ ერთი ორი გაიჭივრე, საქვეყნოდ ტრაკი ათამაშე და უკვე იმის უფლება გაქვს, რომ ქართველებს დასცინო? ლიბერალისტების იმედი თუ გაქვს მაგარი დანძრეული გქონია. გნახავ მალე ქვეყნიდან გაქცეულს. ცოტა ხანში დამთავრდება ეგ უღმერთობა და შენც სექსუალურ უმცირესობაში ჩაგწერენ და მერე დასცინე ეკლესიას. შე მასხარა!"  წერენ კომენტარებში.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი ვიდეოები
TOPS