27 მარტი, 2018
"ისეთი ლამაზები ხართ, ნებისმიერი ჟურნალის ყდას დაამშვენებთ" - სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს შეწირული ულამაზესი ოჯახი
"ისეთი ლამაზები ხართ, ნებისმიერი ჟურნალის ყდას დაამშვენებთ" - ასეთ კომენტარებს უწერდნენ 36 წლის ნატალია სტანისლავ უსტანოვების ახალგაზრდა ოჯახს, თითქმის ყველა ფოტოზე.

ეს ულამაზესი ოჯახი სავაჭრო ცენტრში მომხდარ ტრაგედიას შეეწირა. ნატალიას და სტანისლავის მშობლებს, ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, ამიტომ ოჯახები დასვენების დღეებში და დღესასწაულებზე მუდმივად ერთად იკრიბებოდნენ. 

25 მარტს უსტანოვები სავაჭრო ცენტრში, ნატალიას ძმის ოჯახთან ერთად იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ ორი ოჯახის ყველა წევრი დაიღუპა. 11 წლის არსენ უსტანოვი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი ვიდეოები
TOPS