27 მარტი, 2018
ხანძარს გადარჩენილი 11 წლის ბიჭუნას ისტორია, რომლის ოჯახის წევრებიც კინოთეატრში დაიწვნენ

მათ შორის იყო 11 წლის სერიოგა, ის კინოთეატრში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, ხანძრის დროს პატარა ფანჯრიდან გადახტა, მისი მშობლები და პატარა დაიკო ხანძარმა შეიწირა. 

დაღუპულების უმრავლესობა ბავშვია. მათი ცხედრები სწორედ მეოთხე სართულზე, კინოთეატრის დარბაზში აღმოაჩინეს. BBC.COM-ის წყაროს ინფორმაციით, ხანძარი ძალიან სწრაფად გავრცელდა და გაძლიერდა, რამაც იქ მყოფებში პანიკა გამოიწვია. ისინი შენობის დატოვებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაართულა. 

ხანძარი ელვისებურად გავრცელდა შენობის მთელ სართულზე და დაახლოებით, 1500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოედო... ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი ძალისხმევის მიუხედავად, ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდებოდა...

რუსეთში, ციმბირში, კემეროვის ოლქში, სავაჭრო-გასართობ ცენტრ "ზამთრის ალუბალში" გაჩენილ ხანძარს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 64 ადამიანი ემსხვერპა. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით, შუადღის 12:00 საათზე გაჩნდა, შენობის მეოთხე სართულზე, სადაც საბავშვო გასართობი ცენტრები და სამი საბავშვო კინოთეატრი იყო.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი ვიდეოები
TOPS