19 მარტი, 2018
"საყურეეებს მოგაძრობ... გადმოდი მანქანიდან, გადმოდი" - "ქართული მარშის" წევრები გიორგი გაბუნიას მანქანასთან შეძახილებითა და სიგნალებით მიუვარდნენ
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-თან ხმაურია. ტელეკომპანიასთან აქციას „ქართული მარშის“ წევრები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ. ადგილზე რამდენიმე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, კერძოდ, აქციის მონაწილეები ტელევიზიის ეზოში არ უშვებდნენ არხის ერთ-ერთ წამყვან, გიორგი გაბუნიას, რომლის ავტომობილსაც წინ გადაუდგნენ.

ისინი წამყვანისგან და არხის ხელმძღვანელობისგან, გუშინ გადაცემა P.S-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ტექსტით გიორგი გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევს.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, სამართალდამცავებს ცოცხალი ჯაჭვით აქვთ შემოსაზღვრული ტელევიზიის შესასვლელი.

ვიდეოს "ფეისბუქზე" ქრისტი აროშიძე ავრცელებს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი ვიდეოები
TOPS