08 მარტი, 2018
"მითხარით, არის თუ არა ეს სამართლიანი" - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას თეონა კონტრიძე ეხმაურება
თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობას ეხმაურება. 

„იცით თუ არა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს სავიზო რეჟიმი, თანაც ცალმხრივი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ვიზა რუსეთში შემოსასვლელად. ამ ვიზის მიღება, უახლოესი ნათესავების არსებობის შემთხვევაში, არარეალურია, უბრალოდ, უარს გეუბნებიან.

თუკი არ ხარ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი ან დიპლომატი, ამ ვიზის მიღება არარეალურია. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები რომ საქართველოში გაემგზავრონ, ისიამოვნონ პეიზაჟებით, ღვინითა და მეგობრებით, მათ ვიზა არ სჭირდებათ…მითხარით, არის თუ არა ეს სამართლიანი, თქვენი მოსაზრებით და შეიძლება თუ არა ამას მეგობრობა ვუწოდოთ?“
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი ვიდეოები
TOPS