ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ ვიდეოში ქეთა თოფურია და გრეგორი ლეპსი გამოჩნდნენ
რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში გავრცელდა რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავების მონაწილეობით გადაღებული კლიპი ჰეშთეგით „პუტინის გუნდი“, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. როგორც ვიდეოს აღწერაშია აღნიშნული: „ეს არის სიმღერა იმაზე, რაც მთავარია – იყო ძლიერ გუნდში და მის ნაწილად გახდომა არასდროსაა გვიან“.