29 იანვარი, 2018
ერეკლე დეისაძე ახალი კლიპის და სიმღერის გამო, სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა
ერეკლე დეისაძის ახალი სიმღერა "ხალხური" სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა და უკვე "იუთუბის" ტრენდირებულ ვიდეოებში მოხვდა. სიმღერის გავრცელებიდან, რამდენიმე საათში, ქართველ მუსიკოსს კლიპის ინტერნეტიდან წაშლა მოსთხოვეს, მას საავტორო ფულებების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ერეკლემ სოციალურ ქსელში დაწერა.

"მე არ ვაპირებ ეს ვიდეო ავიღო. ალბათ "იუთუბს" მიმართავენ და წაშლიან, მაგრამ ჩემი ხელით ეს არ მოხდება. დარღვეულია საქართველოში. ჩემი შემოქმედება ჩემი იდეური ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია, ქვეყანაში სადაც ადამიანის უფლებები მხოლოდ უმცირესობას ადარდებს და ამ მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია, საავტორო უფლებებზე დავა ჩემთვის ღიმილის მომგვრელია.

მეგობრებო, ჩემი შემოქმედების გამო არაერთხელ გავმხდარვარ კრიტიკის ობიექტი, ამას მე მიჩვეული ვარ, არც ეს სიმღერა აღმოჩდა გამონაკლისი, უბრალოდ ასეთ მოკლე ვადებში არ ველოდებოდი, მოითხოვენ რომ ვიდეო ავიღო, სხვა შემთხვევაში ამაში საავტორო უფლებების ასოციაცია ჩაერთვება და შესაბამისი უწყებები სამართლებრივი გზით შეეცდებიან ამ საკითხის გადაწყვეტას.

სიმღერა "ხალხური" გია ყანჩელის მუსიკაზეა შექმნილი, რომელსაც ერეკლე დეისაძე საკუთარი ინტერპრეტაციით ავრცელებს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი ვიდეოები
TOPS