ყველის ნავი - ამერიკულ შოუში აჭარული ხაჭაპურის მომზადებას სკანდალური გამოხმაურება მოჰყვა
ქართული სამზარეულო პოპულარობას სულ უფრო მეტ ქვეყანაში იძენს. პოპულარულ ამერიკულ შოუში The Chew აჭარული ხაჭაპური მოამზადეს. წამყვანების თქმით, ეს არის ყველის ნავი, რამაც ქართველების გაღიზიანება გამოიწვია და თავიანთი აღშფოთება მათ, გადაცემის ოფიციალურ გვერდზე დააფიქსირეს. მოგვიანებით, გადაცემის ვებ-საიტზე აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი გავრცელდა.