არჩილ ჩიხლაძის სიცოცხლის ბოლო დღეები - ემოციური კადრები მოხუცთა თავშესაფარიდან
ლეგენდარული მომღერალი, არჩილ ჩიხლაძე გარდაიცვალა. "კართან მოდგა შემოდგომის" ავტორმა, სიცოცხლის უკანასკნელი წლები, მოხუცთან თავშესაფარში გაატარა. ის ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე, ორი დღით ადრე, არჩილ ჩიხლაძეს თავშესაფარში, მომღერალი მალიბუ ტუღუში ესტუმრა, რომელმაც მის მიერ, დაწერილი სიმღერა შეასრულა. უგონო მდგომარეობაში მყოფი, მოხუცი მუსიკოსი სიმღერის მოსმენისას ატირდა.