19 დეკემბერი, 2017
მადლობა მაყურებელს, ნიჭიერი კვლავ ნომერ პირველი შოუა- გიორგი ხაბურზანია მიმართვას ავრცელებს
სახალხო პროექტი "ნიჭიერი" ქართულ სატელევიზიო სივრცეში, კვლავ ლიდერია. რასაც მის მიმართ საზოგადოების ინტერესიც მოწმობს. წლევანდელ სეზონზე "ნიჭიერმა" რეიტინგის რეკორდი მოხსნა.

წელს, პროექტში შესრულებული ნომრები არაერთხელ მოხვდა, უცხოური ონლაინ-პლატფორმების ყურადღების ცენტრშიც.

პროექტის პროდუსერი გიორგი ხაბურძანია, მაყურებელს აქტიურობისთვის სოციალურ ქსელში მადლობას უხდის და ხიდისთაველი ეკვილიბრისტის, ვიდეოს აქვეყნებს.

"გუშინ ერთ ამოსუნთქვაში ჩაიარა ნიჭიერმა, ქართველმა მაყურებელმა ფინალში გადაიყვანა, ხიდისთაველი ეკვილიბრისტი, უნიჭიერესი ბაჯო, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი ჰქონდა, "ნიჭიერის" არსებობის ისტორიაში. წელს, ნიჭიერის ყველაზე ძლიერი სეზონია: საუკეთესო წამყვანები, საუკეთესო ჟიური, კონკურსანტების საუკეთესო ნაკადი და "იმედის" პროფესიონალი, შრომის მოყვარე გუნდი. მადლობა მაყურებელს, რომ ასე აქტიურად გვიყურებს. "ნიჭიერი" კვლავ ნომერ პირველი შოუა, სატელევიზიო რეიტინგის, ინტერნეტ ნახვების და სოც.მედიის აქტიურობის მიხედვით" - წერს გიორგი ხაბურზანია.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი ვიდეოები
TOPS