გაზეთ ''კვირის პალიტრის'' ინფორმაციით საქმე, რომელზეს შეწყალების კომისიის ყოფილი თავჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა. წყაროზე დაყრდნობიც გაზეთი წერს, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა. როგორც აღმოჩნდა ანასტასია ზაუტაშვილი 2011 წელს სერიალ ''დეტექტივების'' შემქმნელებს უჩიოდა. სერიალს მასალებს შინაგან საქმეტა სამინისტრო აძლევდა. ერთ- ერთი სერია ნარკოტრანზიტის საქმეზე იყო. სერიის ბოლოს მითითებული იყო, რომ რეალურ ამბავზე იყო გადაღებული სერია და მთავარი დამნაშავის პროტოტიპი ანასტასია ზაუტაშვილი იყო. ზაუტაშვილის ადვოკატი ლალი აფციაური იყო, რომელიც ამბობს, რომ სერიალის შემქმნელებს ''ღირსებისა და პატივის შელახვის'' გამო უჩივლეს.