06 ივლისი, 2015
''ბინა 18'' ახალ სკანდალში გაეხვა: ბანანი, რომელსაც გიორგი გაბუნია ''გამოუვიდა''
''ჯიდიესის'' გადაცემას ''ბინა 18'' სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე სტუმრობდა. რომელიც გადაცემაში თემო მჟავიასთან ერთად ჩაერთო თამაშში. მოწინააღმდეგეები დანომრილ ყუთებს ირჩევენ და მასში მოთავსებულ ნივთს ერთმანეთს უხსნიან. მოწინააღმდეგეს კი ან სჯერა, ან უარყოფს ახსნილს.

ერთ - ერთ ყუთში მჟავიას უცნაური ნივთი დახვდა. სათამაშო ბანანი, რომელსაც ''რუსთავი 2''-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას სახე აქვს მიკრული.

მჟავია ნივთს შემდეგნაირად ხსნის. ''ბანანი, რომელსაც გიორგი გაბუნია გამოუვიდა''...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი ვიდეოები
TOPS