30 ნოემბერი, 2016
პაკისტანში ტრანსექსუალის ფოტოსესია პირველად ჩატარდა
კამი სიდი - მთავარი აქტივისტი, რომელიც პაკისტანში ტრანსსექსუალების უფლებების დასაცავად იბრძვის. ტრანს-მოდელი, პაკისტანის ისტორიაში ფოტოსესიაში პირველად გადაიღეს.

ამ პროექტს ორი მიზანი აქვს. პირველი - ქვეყანაში ტრანსფობია აღმოიფხვრას. მეორე - ტრანსსექსუალების გარშემო მყოფებში სტერეოტიპები დაამსხვრიოს.

წელს, რამდენჯერმე დაფიქსირდა ტრანსექსუალების მიმართ ძალადობრივი და აგრესიული ქმედებები. ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ინციდენტი 23 წლის გოგონას მონაწილეობით, სახელად მეი.

მას რამდენჯერმე ესროლეს, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა იქ მის მკურნალობაზე უარი თქვეს. საბოლოოდ გოგონა გარდაიცვალა.

კამი სიდი საკუთარი პოზითა და გამოხედვით აგრესიის
წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს. ის თანადგომას უცხადებს მის მსგავს ადამიანებს.

ლეა ხიმშიაშვილი
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS