19 ოქტომბერი, 2013
თურქული "პეჩენიებით" დაიწყო და თურქი კაცებით გაგრძელდა, ანუ სავაშ აკბარ!
რატომ ველით ასე აღგზნებულები სავაშს ეკრანზე? "სხვა "პრასვეტი" არ გვაქვს დიასახლისებს" - შემომჩივლა მეზობელმა. მეორეს წნევა ძლივს დაუგდეს, როცა მთავარი გმირი ერთ სერიაში მიიცვალა, მეორეში კი სასწაულებრივად აღსდგა მას მერე, რაც ბრაზილიური უკანალების ქნევა შემცირდა ქართულ ტელესივრცეში და მექსიკური ჭიპებიც გაიშვიათდა, ადგილი დაიკავა თურქულმა ჩადრმა - არანაკლებ იაფფასიანმა სცენარებმა მთელი თავისი მუსულმანური ადათით...

ქართველმა ხალხმაც ამ გზით შეიძინა თანამედროვე კერპი სავაშ ბალდარის სახით და შეიყვარა ერმა იგი ისე ძლიერად, რომ გაცსა და გაისაც შეშურდებოდათ...

გასაგებია, რომ
სერიალი მაქსიმალურად პრიმიტიული უნდა იყოს და აბორიგენულ IQ-ს არ აღემატებოდეს; უკვე ბევრი ითქვა იმაზეც, სერიალები, გარდა იმისა, რომ ტვინის ჰემოსფეროს ფიტავს, ათასი უკუღმართობის პროპაგანდას ეწევა (ფაქტი აშკარაა!). ასევე, ბევრისთვის არის ცნობილი, თვითონ ისლამი არათუ სერიალებს, კინოთეატრებში სიარულსაც კრძალავს.

აბა, სად არის ძაღლის თავი? იქნებ ქართული ქალაქების იმ ადგილებში, რომლებიც თურქ ინვესტორებს გადავულოცეთ? იქნებ იმ ობიექტებში, რომლებიც ირანელებს მივაქირავეთ? ან პლეხანოვზე, რომელიც თურქულ-ირანულ უბნად იქცა? თუ იმ კაფე-ბარ-რესტორან-ბუტიკებში, სადაც ჩადრიანები თავიანთ თესლს უხვად აფრქვევენ?

ალბათ, ეს არის მათი თვითდაჯერებულობის საბაბიც, ჩვენ ხომ მთელი სტუმართმოყვარეობით გავუღეთ საუკუნეების მანძილზე გამაგრებული კარიბჭე. არაფერი მაქვს მეზობლობის საწინააღმდეგო, თუ ეცოდინებათ თავიანთი ადგილი და ფაქტია, არ იციან... არც ის, რომ მათი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება ჩვენი!

რატომ ველით ასე აღგზნებულები სავაშს ეკრანზე? "სხვა "პრასვეტი" არ გვაქვს დიასახლისებს" - შემომჩივლა მეზობელმა. მეორეს წნევა ძლივს დაუგდეს, როცა მთავარი გმირი ერთ სერიაში მიიცვალა, მეორეში კი სასწაულებრივად აღსდგა.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რუსა
აბსოლუტურად გეთანხმებით
13:00 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS