29 ნოემბერი, 2016
ანჯელინა ჯოლის შვილები ჯონი დეპს "მამას" ეძახიან - რა ხდება მათ შორის?
დასავლური ტაბლოიდები აგრძელებენ ანჯელინა ჯოლისა და ჯონი დეპის მოსალოდნელი რომანის შესახებ წერას. ახალი ჭორების მიზეზი კი ჯონის ხშირი სტუმრობა გახდა ჯოლის სახლში.

ჟურნალისტების ინფორმაციით, მსახიობი რეგულარულად სტუმრობს ანჯელინას ლოს-ანჯელესში.

"ბრედი გაგიჟდება, როდესაც გაიგებს, რომ ანჯელინამ ის ჯონიში გაცვალა"- წერენ ბლოგერები. როგორც ინსაიდერები იტყობინებიან, ენჯი ბედნიერია დეპის ყურადღებით და მასთან დროს სასიამოვნოდ ატარებს.

წყვილის მეგობრობა მას შემდეგ გამყარდა, რაც ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახი დაინგრა. აღასანიშნავია ის ფაქტი, რომ ემბერ ჰერდთან პრობლემების დროს ენჯი აქტიურად იცავდა
მეგობარს და გვერდში ედგა.

"ქიმია ჯოლისა და ჯონის შორის აშკარად არსებობს" - ამტკიცებენ ჟურნალისტები და ამატებენ, რომ მსახიობი ენჯის შვილებსაც ძალიან დაუახლოვდა.

"ისინი ჯონის "მამას" ეძახიან, დეპი კი ძალიან ბედნიერია ბავშვებთან ურთიერთობით".

ინსაიდერები ასევე ყვებიან, რომ ჯოლიმ მეგობარს სახლში ცალკე საძინებელიც კი გამოუყო. იხილეთ სრულად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS