28 ნოემბერი, 2016
Victoria’s Secret-ის ”ანგელოზები” პარიზში ჩაფრინდნენ (+ფოტოები)
ორ დღეში Victoria’s secret--ის ყოველწლიური შოუ გაიმართება, რომელმაც წელს ნიუ-იორკიდან პარიზში გადაინაცვლა. შოუს მოსამზადებელი ბოლო დეტალები მალე დასრულდება.

ყველა მოდელი და "ანგელოზი", რომელიც მიიღებს მონაწილეობას 30 ნოემბრის დეფილეზე, უკვე პარიზში იმყოფება.
იმისათვის, რომ მოდელები დანიშნულების პუნქტამდე მიეყვანათ, ბრენდმა "ანგელოზების" თვითმფრინავი გამოიყენა, რომელშიც მოდელებს მხოლოდ ბიზნეს კლასის ადგილები დაუჯავშნეს.

საფრანგეთის დედაქალაქში ამჯერად ვერ მოხვდნენ ბეჰატი პრინსლუ, ქენდის სვეინპოლი და კარლი კლოსი. ბეჰატი და ქენდისი ახლახანს გახდნენ დედები და ამიტომ, წლევანდელ ჩვენებას
გამოტოვებენ. ხოლო კლოსი საქმიანი კონტრაქტების გამო ამბობს უარს, რადგან მას კონტრაქტის მიხედვით არ აქვს უფლება მოირგოს ანგელოზების ფრთები.
სამივე მათგანმა გულისამაჩუყებელი პოსტი მიუძღვნა ამ დეფილეს და შეპირდნენ თაყვანისმცემლებს, რომ მომავალ წელს აუცილებლად დაბრუნდებიან.
შეგახსენებთ, რომ Victoria’s secret--ის შოუ წელს პარიზის გრან-პალე - ში 30 ნოემბერს გაიმართება. იხილეთ სრულად + Victoria’s secret-ის მოდელების ჩვენებისთვის მზადების ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS