წყვილი უკვე 12 წელზე მეტია ერთადაა, თუმცა ჟურნალის გარეკანისთვის ერთად მხოლოდ ახლა გადაიღეს. პირველი 5 წლის განმავლობაში მათი რომანის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მომდევნო 5 წელს კი ერთად არსად ჩნდებოდნენ.
მხოლოდ მეუღლესთან, ირინასთან ოფიციალური განქორწინების შემდეგ დაიწყო მომღერალმა ალბინა ჯანაბაევასთან ერთად გამოჩენა.
წყვილს უკვე ჰყავს ორი საერთო ვაჟი - 2004 წლიანი კონსტანტინე და 2014 წელს დაბადებული ლუკა. ცოტა ხნის წინ, თაყვანისმცემლებმა წყვილს საქორწინო ბეჭდებიც შენიშნა, თუმცა ცნობილი არ არის დაინიშნენ, თუ საიდუმლოდ იქორწინეს.
შეგახსენებთ, რომ
თავიდან ალბინა ვალერი მელაძის ბექვოკალისტი იყო, მოგვიანებით მან ძმასთან რეკომენდაცია გაუწია, აეყვანა, როგორც "ვია გრას" სოლისტი. ადრე მელაძის ყოფილმა ცოლმა და მისი სამი ქალიშვილის დედამ, ამ თემაზე გულახდილი ინტერვიუ მისცა. შემდეგ კი მათ ურთიერთობაზე, თავად ჯანაბაევაც ალაპარაკდა.
ლეა ხიმშიაშვილი