25 ნოემბერი, 2016
მონიკა ბელუჩს საფრანგეთის პრეზიდენტმა საპატიო ლეგიონერის ორდენი გადასცა
მართალია, მონიკა ბელუჩი იტალიაში დაიბადა, 52 წლის მსახიობი უკვე დიდი ხანია ფრანგულ კინოსთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

24 ნოემბერს მსახიობის დამსახურება სახელმწიფოს დონეზეც შეაფასეს - საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ორლანდმა მონიკა ბელუჩს საპატიო ლეგიონერის ორდენი გადასცა.

ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის ორდენი ნაპოლეონ ბონაპარდმა დაარსა.

Rating
საზეიმო ცერემონია ელისეის სასახლეში გაიმართა, სადაც მონიკას ელეგანტური შავი კაბა ეცვა და სადაც მას ჟურნალისტები უკვე ელოდნენ.

მოგვიანებით მსახიობმა მისი ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი კადრები ინსტაგრამზეც განათავსა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS