ვარსკვლავური ოჯახის ახლო წყარომ ასევე განმარტა, რომ ჯერ ბავშის დოკუმენტები შევსებული არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით ტელეწამყვანი მალე გვარის შეცვლასაც აპირებს - სობჩაკ-ვიტორგანი გახდება, რათა ბავშვმაც ამგვარად ატაროს გვარი.
შეგახსენებთ, რომ სობჩაკი დედა 18 ნოემბერს გახდა. ტელეწამყვანისა და მაქსიმ ვიტორგანის ვაჟი მოსკოვის გარეუბანში განთავსებულ საავადმყოფოში "ლაპინო" დაიბადა. საავადმყოფოდან გამოწერის დღეს, ვარსკვლავმა მშობლებმა ახალშობილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა.
ლეა ხიმშიაშვილი