25 ნოემბერი, 2016
ცნობილი გახდა ქსენია სობჩაკის ვაჟის სახელი - რატომ აპირებს ტელეწამყვანი გვარის შეცვლას
ახლადგამომცხვარმა მშბლებმა ქსენია სობჩაკმა და მაქსიმ ვიტორგანმა პირველი ვაჟისთვის სახელი შეარჩიეს: ახალშობილს პლატონი დაარქვეს.

ვარსკვლავური ოჯახის ახლო წყარომ ასევე განმარტა, რომ ჯერ ბავშის დოკუმენტები შევსებული არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით ტელეწამყვანი მალე გვარის შეცვლასაც აპირებს - სობჩაკ-ვიტორგანი გახდება, რათა ბავშვმაც ამგვარად ატაროს გვარი.

შეგახსენებთ, რომ სობჩაკი დედა 18 ნოემბერს გახდა. ტელეწამყვანისა და მაქსიმ ვიტორგანის ვაჟი მოსკოვის გარეუბანში განთავსებულ საავადმყოფოში "ლაპინო" დაიბადა. საავადმყოფოდან გამოწერის დღეს, ვარსკვლავმა მშობლებმა ახალშობილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS