25 ნოემბერი, 2016
62 წლის ლუბოვ უსპენსკაიას შავკანიან მოცეკვავესთან აქვს რომანი - "უსპენსკაია გაუმაძღარი და მოწყურებული ქალია"
სკანდალური ფოტო სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ 3 წლის წინ გამოჩნდა. მაშინ ლუბოვ უსპენსკაიამ ყველა ჭორი უარყო და განაცხადა, რომ ფოტო მისი არაკეთილმოსურნეების მიერ ფოტოშოპით იყო გაკეთებული. თუმცა მამაკაცი, სახელად ჯოზეფი, ერთ-ერთ არხზე გამოტყდა, რომ მას ლუბოვთან ურთიერთობა ჰქონდა.

სიტუაციას ნათელი მოჰფინა ჯოზეფის ყოფილმა შეყვარებულმა, ტატიანა კირილუკმა. გოგონა ამტკიცებს, რომ მოცეკვავე ლუბოვ უსპენსკაიას რამდენიმე თვის გამავლობაში ხვდებოდა:

"გარკვეული დროით ჯოზეფი კლუბში მუშაობდა, რომლის ხშირი სტუმარი იყო ლუბოვ უსპენსკაია. ის ძალიან კარგი მოცეკვავეა და საკუთარი შესაძლებლობისა და
კანის ფერის გამო სხვებისგან ყოველთვის გამოირჩევა, ამიტომ არტისტმა მაშინვე შენიშნა.

11
ჯოზეფი მისი რჩეული იყო. ყველაფერი ყოველთვის ერთნაირად იწყებოდა: ლუბოვთან ერთად სუფრასთან, სასიამოვნო საუბრით, შემდეგ კი სახლში მიჰყავდა. უსპენსკაია გაუმაძღარი და მოწყურებული ქალია. მათ შეეძლოთ სექსით საათობით დაკავებულიყვნენ. როგორც ჯოზეფი ამბობს, ლუბოვი მას ერთ ჯერზე 50 ათასს უხდიდა.

გარდა ფულისა, არტისტი მოცეკვავეს ელიტურ სუნამოებსა და ტანსაცმელს ჩუქნიდა, ხშირად დაჰყავდა რესტორნებში" - ჰყვება ტატიანა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS