10 დეკემბერს კრემლის სასახლეში ნატაშა კარალევას საიუბილეო კონცერტი გაიმართება. "ასეთი მნიშვნელოვანი საღამო დიდი ხანია არ მქონია და ის ჩემი 25 წლიან შემოქმედებით საქმიანობას ეძღვნება. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ საქმიანობით გაცილებით დიდი ხანია ვარ დაკავებული, თუმცა ჩვენთან ლამაზი თარიღები უყვართ" - ამბობს ნატაშა კარალევა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ კონცერტზე მონაწილეობას მიიღებს სამი მამაკაცი. "პირველ რიგში ეს ჩემი ქმარი, სერგეი გლუშკოა, რომელთანაც რამდენიმე საერთო
კარალევას საიუბილეო კონცერტზე მიწვეული მესამე მამაკაცი, მისი ყოფილი ქმარი, მუსიკოსი, პოეტი, კომპოზიტორი და შემსრულებელი იგორ ნიკოლაევი აღმოჩნდა. ნატაშამ ხაზი გაუსვა, რომ მის ექს-მეუღლესთან მოლაპარაკება მისმა ორგანიზატორებმა აწარმოეს.
"როცა იგორთან გამოსვლის დეტალებს განვიხილავდი, ვიგრძენი, რომ ერთმანეთი მოგვნატრებია და ეს შესრულება შესაძლოა მომაჯადოებელი გამოვიდეს. ვფიქრობ, ეს ნორმალურია" - ამბობს მომღერალი.
ყოფილ მეუღლეებს ერთად დიდი ხანია არ უმღერია. "10 ან 12 წელი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს ძველ ჰიტს შევასრულებთ, თუ იგორი რამე ახალს დაწერს. თუ, რა თქმა უნდა, მუზა მოუვა" - გვაინტრიგებს მომღერალი.
შეგახსენებთ, რომ ნატაშა კარალევა და იგორ ნიკოლაევი ერთმანეთს 2001 წელს დაშორდნენ. ორივემ შეძლო ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ცალ-ცალკე გაეგრძელებინა. ნატაშა - სტრიპტიზიორ სერგეი გლუშკოსთან ერთად, იგორი - დამწყებ მომღერალთან, იულია პრასკურაკოვასთან.
ლეა ხიმშიაშვილი