24 ნოემბერი, 2016
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შერიგდნენ - წყვილი მადლიერების დღეს ერთად აღნიშნავს
ყოფილი მეუღლეები დროებით შერიგდნენ.

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა გადაწყვიტეს უთანხმოება დროებით გადადონ და მადლიერების დღე ბავშვებთან ერთად აღნიშნონ. როგორც ვარსკვლავების გარშემო მყოფი წყაროები გვამცნობენ, ამ ნაბიჯისკენ მშობლებს 10 წლის ქალიშვილმა, შაილომ უბიძგა: გოგონამ ორივე მშობელს წერილი მისწერა და სთხოვა, რომ დღესასწაულები ყოველგვარი უთანხმოების გარეშე, მშვიდობიან გარემოში ერთად გაეტარებინათ.
Rating

ქალიშვილის თხოვნის შემდეგ ჯოლიმ გადაწყვიტა, აზრი შეეცვალა და პიტს უფლება მისცა ოჯახური დღესასწაული ერთად გაატარონ (მანამდე ანჯელინა ყოფილ მეუღლეს ბავშვებთან შეხვედრას შობაზეც კი უკრძალავდა).

მსახიობი ჯოლის
ამ ნაბიჯით ძალიან ბედნიერია. "პიტმა მას ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა, ჯოლიმ კი უპასუხა: "ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის კარგი იქნება" - განმარტავს წყარო.

თუმცა, ეს შერიგება იქნება დროებითი და მხოლოდ ბავშვების მიზეზით.

"ბრედი ძალიან ღელავს ანჯელინასთან პირისპირ შეხვედრის გამო. ის მზად არის უთანხმოება დროებით დაივიწყოს".

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ყველა გარემოება ზედმიწევნით შეისწავლა და პიტის წინააღმდეგ ბავშების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის საქმე არ აღიძრება - მსახიობს ყველა ბრალდება მოეხსნა. ახლა, სასამართლოში, ბავშვების მეურვეობაზე უფლებების მოპოვება შესაძლოა სულ სხვაგვარად გაგრძელდეს - პიტს გამარჯვებისთვის დიდი შანსები გამოუჩნდა.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS