23 ნოემბერი, 2016
ქეით მიდლტონს პრინც ჰარის ახალი გატაცების გამო დედოფლის ადგილის დაკარგვა ემუქრება
ქეით მიდლტონსა და პრინც უილიამს ყველაზე სანუკვარი ოცნების დაკარგვის საშიშროება ელით - გადაეცეთ ტახტი, რომელსაც ახლა ელისაბედ II მართავს.
მიუხედავად იმისა, რომ პრინცი უილიამი ირწმუნება, რომ ოჯახში ყველაფერი იდეალურად აქვთ და ის ქეით მიდლტონის მადლიერია, მათ შესაძლო განქორწინებაზე საუბარი არ წყდება.

რუბრიკის "შოუ-ბიზნესი" წამყვანი ჟურნალისტი ნასტია არტი კი ამტკიცებს, რომ უილიამსა და ქეითს შორის ყველაფერი იდეალურად სულაც არ არის.
ახლა, ისინი ცდილობენ ბავშვებს "ამოეფარონ", ცდილობენ გამუდმებით დაკავებულები იყვნენ და საზოგადოებას პერიოდულად ქეითის მესამე ფეხმძიმობითაც კი
აინტრიგებენ. თუმცა, წყაროები უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ მეუღლეები ერთმანეთს ვერ ეწყობიან, რაც მათ მომავალ კარიერასა და ცხოვრებაზეც აისახება.

თავად ელისაბედ II -ც ეჭვის თვალით უყურებს შვილიშვილსა და მის ცოლს. თითქოს პრინც ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას მშობლები აუცილებელ საქმეებს ვერ უმკლავდებიან და გამუდმებით ბავშვებით არიან დაკავებული. ეს მონარქიისთვის კარგი არ არის, რადგან მეფე და დედოფალი ვალდებულები არიან ყველაფერი მოასწრონ, ახლა კი ყველაზე ხელსაყრელი დროა ქვეყნის ახალი მმართველის მოსამზადებლად.
წყარო ასევე იუწყება, რომ დედოფალი პრინც ჰარის ახალი რჩეულით, მეგან მარკლით დაინტერესდა. დედოფლის აზრით, მას შეუძლია გაუმკლავდეს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობას.
Rating
ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი მსგავს ბრალდებებზე კომენტარს არასდროს აკეთებენ. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ჭორების გავრცელებით, სამეფო ოჯახში მორიგი ინტრიგა მზადდება, რაც ადრე თუ გვიან გამჟღავნდება.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნანა-s
შეგატყობინებენ სიახლეებს :) რა იცით, უყვარს თუ არა.
14:26 / 02-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სისულელეა.., უილიამს და ქეიტს ძალიან უყვართ ერთმანეთი!
09:51 / 28-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ჯოლიზე და პიტზე დარდი არ გამნელებია და ეხლა ეს დამემატა!
12:13 / 25-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
მეტი საჭორაო არაფერი გაქვთ?გენიალური სამეფო ოჯახია.
10:52 / 25-11-2016
გამოხმაურება / 0 /
მაშო ბებო
მოკლედ, კდევ ერთი სადარდებელი დამემატა!
21:17 / 23-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS