21 ნოემბერი, 2016
სიმსივნე, მარტოობა, გარდაცვლილი ახალშობილები - ლაიმა ვაიკულე მძიმე ტრაგედიაზე ჰყვება - „არაფერია ბავშვის გაჩენაზე უფრო მნიშვნელოვანი"
სამყარომ ლაიმა ვაიკულე პირველად 30 წლის წინ გაიცნო, როცა რიგითი მომღერალი პოეტმა, ილია რეზნიკმა შეამჩნია და რადიო სიმღერის "ღამის ცეცხლის" ჩაწერა შესთავაზა.

კომპოზიცია ჰიტად იქცა და არა მარტო რადიო ეთერში, არამედ ტელეგადაცემა "სიმღერა-86"- შიც მოხვდა. მას შემდეგ მომღერლის კარიერამ მწვერვალს მიაღწია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორი დრამა ტრიალებდა კულისებს მიღმა.

კარიერის დასაწყისში ის დაფეხმძიმდა, მაგრამ ბავშვის გამო შოუ-ბიზნესში მისი მოღვაწეობის დასრულება არ სურდა. მეორედ ეს მაშინ მოხდა, როცა ლაიმა უკვე კარგად ცნობილი სახე იყო, მაგრამ
ბავშვს დაბადება ისევ არ ეწერა.

კანონიერმა ქმარმა ლაიმას შესთავაზა ცოტა დაეცადა: კარიერაში ყველაფერი ასე კარგად გაქვს, ბავშვის გაჩენას კი ყოველთვის მოვასწრებთ.

ვერ მოასწრეს.

მას შემდეგ, ვაიკულემ დაფეხმძიმება ბევრჯერ სცადა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. იმდედგადაწურული, რომ ბავშვის გაჩენას ვეღარ შეძლებდა, მომღერალმა უპატრონო ბავშვთა სახლიდან ბავშვის აყვანა გადაწყვიტა. ლაიმამ კურთხევისთვის მამაოს მიმართა, თუმცა მკარცი უარი მიიღო.
უშვილოდ დარჩენა ეს მისი ჯვარი, სასჯელია.

1990-იან წლებში ექიმებმა ლაიმა ვაიკულეს მკერდის სიმსივნე აღმოუჩინეს. მან ოპერაცია და ქიმიოთერაპიის მძიმე კურსი გადალახა.

ახლა მომღერალი 62 წლისაა და ბავშვებზე საუბარი, რა თქმა უნდა, აღარ არის.

ვაიკულე ძალიან ნანობს, რაც ოდესღაც გააკეთა: "ახლა მესმის, რომ ეს მკვლელობაა. შენში ხომ უკვე ადამიანია, ის ცოცხალია. ის, რაც მე გავაკეთე - ჩემი სულიერი ტკივილი, მძიმე ჯვარია, რომლის ტარება სიცოცხლის ბოლომდე მომიწევს. სიტყვებით გადმოუცემელია რამდენად ვწუხვარ ამის გამო. ახლა ხომ მარტოობისთვის ვარ განწირული".

ლაიმა მოუწოდებს ყველა ქალს არ გაიმეორონ მისი ცხოვრებისეული შეცდომა. "არაფერია ბავშვის გაჩენაზე უფრო მნიშვნელოვანი. თუ მოულოდნელად დაფეხმძიმდით და ამასთან გამკლავება გაშინებთ, მაინც გააჩინეთ და ბავშვი მე მომეცით! - ითხოვს ვაიკულე ფილმში - "იცოცხლე, პატარავ" - ყველა ჩემს მოცეკვავეს, რომლებიც დაფეხმძიმდნენ, ბავშვის გაჩენაში დავარწმუნე და ეს არავის უნანია!"

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS