ნოემბრის დასაწყისში ივან კრასკოს მეუღლემ დაბადების დღე აღნიშნა. საუკეთესო საჩუქარი მას ქმარმა გაუკეთა. 86 წლის არტისტმა 26 წლის ცოლს ამერიკაში მოგზაურობა აჩუქა. ამ მოგზაურობაზე ნატალია დიდხანს ოცნებობდა და როგორც იქნა მისი ოცნება ახდა.
ნატალია კრასკოს რუსეთის დატოვების ამბავი ჟურნალისტებმა სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყვეს. მოგვიანებით კი ნატალია გამომწერებს ნიუ-იორკ
"რა მშვენიერი ფოტოა! და ქმარი სად არის?" - წერენ კომენტარებში.
ფოტოებზე, სადაც ნატალიაა აღბეჭდილი, იმდენად ბედნიერი ჩანს, რომ ამ ბედნიერების გაზიარება როგორც ჩანს არავისთან სურს (მათ შორის ქმართან).
შეგახსენებთ, რომ ივან კრასკო საკუთარ მოსწავლეზე 2015 წლის 9 სექტემბერს დაქორწინდა. საქორწინო ცერემონია მსახიობის სახლში გაიმართა.
ლეა ხიმშიაშვილი