21 ნოემბერი, 2016
ახალგაზრდა ცოლმა 86 წლის ივან კრასკო მიატოვა
ახალგაზრდა ცოლმა ივან კრასკო მიატოვა და ამერიკაში გაემგზავრა. აშშ-ში მოგზაურობა ნატალიას თავად მსახიობმა აჩუქა.

ნოემბრის დასაწყისში ივან კრასკოს მეუღლემ დაბადების დღე აღნიშნა. საუკეთესო საჩუქარი მას ქმარმა გაუკეთა. 86 წლის არტისტმა 26 წლის ცოლს ამერიკაში მოგზაურობა აჩუქა. ამ მოგზაურობაზე ნატალია დიდხანს ოცნებობდა და როგორც იქნა მისი ოცნება ახდა.

ნატალია კრასკოს რუსეთის დატოვების ამბავი ჟურნალისტებმა სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყვეს. მოგვიანებით კი ნატალია გამომწერებს ნიუ-იორკ
ის, ყველაზე ხშირად მანჰეტენის ლამაზი ხედების ფოტოებით ახარებდა. ზოგიერთ ფოტოზე თავად ნატალიასაც შეხვდებით. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დამწყებ მსახიობს ქმარი გვერდით არ ჰყავს.

"რა მშვენიერი ფოტოა! და ქმარი სად არის?" - წერენ კომენტარებში.

ფოტოებზე, სადაც ნატალიაა აღბეჭდილი, იმდენად ბედნიერი ჩანს, რომ ამ ბედნიერების გაზიარება როგორც ჩანს არავისთან სურს (მათ შორის ქმართან).

შეგახსენებთ, რომ ივან კრასკო საკუთარ მოსწავლეზე 2015 წლის 9 სექტემბერს დაქორწინდა. საქორწინო ცერემონია მსახიობის სახლში გაიმართა.

ლეა ხიმშიაშვილი

RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS