ეს სენსაციური განცხადება ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა მედიამ გააკეთა და არც იდუმალი, იღბლიანი ქალის სახელი დაუმალავს.
დღემდე წყაროების მიხედვით მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ პიტის ახალი რჩეული ასევე მსახიობია, რომელიც პოპულარობით ანჯელინა ჯოლის არ ჩამოუვარდება.
აქამდე საზოგადოებამ არ იცოდა, თუ ვინ ჩაანაცვლა თავად ჯოლი. თუმცა, უკვე გაირკვა, რომ ბრედ პიტის გული, ძალიან მომხიბვლელმა ქერათმიანმა მსახიობმა, მარგო რობიმ დაიპყრო.
წყაროების ცნობით, დრამატული განშორების შემდეგ ბრედმა მდგომარეობიდან გამოსვლა მარგოს წყალობით შეძლო. ამბობენ, ბრედზე
თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ პიტი ბოლო დროს უკეთ გამოიყურება.
"ბრედი დარწმუნებულია, რომ მარგო ჰოლივუდში ყველაზე სექსუალური ქალია. ის ცდილობს მისი გული მოიგოს, რადგან მარგო მის გემოვნებაში სრულად ჯდება და მარტო ნამდვილად არ იქნება" - გვიზიარებენ წყაროები.
ამტკიცებენ იმასაც, რომ ბრედ პიტი მარგო რობის მიმართ სიმპატიას ჯოლისთან განშორებამდეც ავლენდა. მსახიობის ყოფილ ცოლს კი ეს ჭკუიდან შლიდა.
ახლა, როცა პიტმა განქორწინებას ოფიციალური სახე მისცა, მთლიანად მარგო რობიზე გადაერთო.
პიტს არც ის ფაქტი აფერხებს, რომ მისი ახალი რჩეული, უკვე წლებია სცენარისტ, ტომ ეკერლის ხვდება.
ლეა ხიმშიაშვილი