18 ნოემბერი, 2016
განქორწინების შემდეგ ანჯელინა ჯოლის მამაკაცებთან ურთიერთობა აღარ უნდა - "ახლა ქალებთან სურს თავი გამოსცადოს"
41 წლის მსახიობმა და რეჟისორმა, ანჯელინა ჯოლიმ ურთიერთობა არა მარტო ქმართან, ბრედ პიტთან, არამედ ყველა მამაკაცთან დაასრულა ურთიერთობა.

წყაროს ცნობით, ცოტა ხნის წინ, ანჯელინა ჯოლის ყოფილ გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა. ის 49 წლის ჯენი შიმიცუა, რომელთანაც ენჯის ოდესღაც რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა.

შიმიცუს ახლობლები ჰყვებიან: "ანჯელინამ ჯენის უთხრა, რომ კაცებთან ურთიერთობა დაასრულა და ახლა ქალებთან სურს თავი გამოსცადოს". ჯოლის გარშემო მყოფები კი გაკვირვებულები არიან იმ ფაქტით, რომ პიტთან ქორწინება ამდენხანს გაგრძელდა, რადგან ანჯელინა უპირატესობას ყოველთვის ქალებს ანიჭებდა.
Rating


შიმიცუ ჯოლის ერთადერთი გოგონა არ ყოფილა, თუმცა სერიოზული ურთიერთობა მხოლოდ მასთან ჰქონდა.
2014 წელს შიმიცუმ თავის შეყვარებულზე, მიშელ ჰარპერზე, მოდის ცნობილ კონსულტანტზე იქორწინა.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ბრედი თანახმა იყო ბავშვებზე მეურვეობა ჯოლისთვის დაეთმო, თუმცა მოულოდნელად ბავშვებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა.

პიტის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ჯოლის ნამდვილი სახე ძალიან შორს დგას იმისგან, როგორსაც მილიონები იცნობენ მას.

კარგი დედის, ქველმოქმედის, უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლი და საერთოდ "იდეალური ქალის" სახე - სხვა არაფერია, თუ არა მისი პიარ მენეჯერების ხანგრძლივი და გულმოდგინე შრომის შედეგი.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თინა
საერთოდ არ მომწონს ანჯელინა, სულ მიკვირს რატომ გიჟდება ამდენი ადამიანი მის გამო ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ლამაზია
06:09 / 22-02-2018
გამოხმაურება / 0 /
დონაკარა
ულამაზესი წყვილია
14:59 / 20-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS