წყაროს ცნობით, ცოტა ხნის წინ, ანჯელინა ჯოლის ყოფილ გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა. ის 49 წლის ჯენი შიმიცუა, რომელთანაც ენჯის ოდესღაც რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა.
შიმიცუს ახლობლები ჰყვებიან: "ანჯელინამ ჯენის უთხრა, რომ კაცებთან ურთიერთობა დაასრულა და ახლა ქალებთან სურს თავი გამოსცადოს". ჯოლის გარშემო მყოფები კი გაკვირვებულები არიან იმ ფაქტით, რომ პიტთან ქორწინება ამდენხანს გაგრძელდა, რადგან ანჯელინა უპირატესობას ყოველთვის ქალებს ანიჭებდა.
2014 წელს შიმიცუმ თავის შეყვარებულზე, მიშელ ჰარპერზე, მოდის ცნობილ კონსულტანტზე იქორწინა.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ბრედი თანახმა იყო ბავშვებზე მეურვეობა ჯოლისთვის დაეთმო, თუმცა მოულოდნელად ბავშვებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა.
პიტის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ჯოლის ნამდვილი სახე ძალიან შორს დგას იმისგან, როგორსაც მილიონები იცნობენ მას.
კარგი დედის, ქველმოქმედის, უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლი და საერთოდ "იდეალური ქალის" სახე - სხვა არაფერია, თუ არა მისი პიარ მენეჯერების ხანგრძლივი და გულმოდგინე შრომის შედეგი.
ლეა ხიმშიაშვილი