18 ნოემბერი, 2016
დღის სიახლე - ქსენია სობჩაკს ვაჟი შეეძინა
პოპულარული ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი, რომლის ფეხმძიმობა დიდხანს არავის სჯეროდა, ვაჟის დედა გახდა.
წყაროების ცნობით 35 წლის ქსენიას მშობიარობა არ გასჭირვებია. დედა-შვილი - ორივე მორიელი - თავს შესანიშნავად გრძნობენ.
"18.11.16 ახლა ყველაზე ბედნიერი დღეა. მე შესანიშნავი ბიჭის დედა ვარ" - წერს ქსენია სობჩაკი ინსტაგრამზე და ამ ფოტოს აქვეყნებს.

ახალშობილი ზუსტ დროს, მოსკოვის კლინიკაში "Лапино" დაიბადა, სადაც თავის დროზე იმშობიარეს - ელენა ტემნიკოვამ, კრისტინა ასმუსმა, ელენა პერმინოვამ
და სხვა ცნობილებმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანის ფეხმძიმობის ამბავი ზაფხულში გახმაურდა და ეს თემა მედიაში ყველაზე განხილვადი გახდა. მიუხედავად დიდი ინტერესისა, სობჩაკი მდგომარეობას დიდი ხნის მანძილზე უკომენტაროდ ტოვებდა და წამოზრდილ მუცელს თავისუფალი სამოსის ქვეშ მალავდა. მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში, სოჭში, "ახალი ტალღის" ფესტივალზე, პირველად აღიარა, რომ ბავშვს ელოდებოდა.

Rating

ქსენიამ მთელი ფეხმძიმობა აქტიურად გაატარა - ჩნდებოდა საზოგადოებრივ წვეულებებზე, აგრძელებდა წამყვანად და ჟურნალის მთავარ რედაქტორად მუშაობას, მოგზაურობდა, დაკავებული იყო იოგით და ინსტაგრამზე თაყვანისმცემლებს აოცებდა, როცა ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში თავით ყირაზე დგებოდა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS